იულიუსის კალენდრით:
6 მარ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
19 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
პოვნა ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326)!


ათონის მთა - მთაწმინდა


ათონის მთის შესახებ:

 ათონის წმინდა მთა (ბერძ. Hagion Oros ახ. ბერძ. Ajön Oros წმინდა მთა) მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა აშოლტილი.
 ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში კარიესში. პროტატს ხელმძღვანელობს პროტი. მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტერის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი, ვატოპედი, .
 ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს.

მოკლე ისტორია:

 გადმოცემის მიხედვით ათონის მთაზე, კვიპროსზე გამგზავრებულმა დედა ღმრთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი. ზღვით მიმავალი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ღმრთის განგებით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. ნაპირზე გადმოსულმა მადლიერების ნიშნად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვიბი: "მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა".
 ათონზე მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან მოდის. ოფიციალურად პირველი მონასტერი (დიდი ლავრა) ათანასე ათონელმა დაარსა 963 წელს, ამიტომაც ამ ლავრას "ათანასეს ლავრა"-საც უწოდებენ. ათანასე ათონელი გახლდათ საქართველოს კანდელის - იოანე მთაწმინდელის მოძღვარი და მეგობარი. სწორედ იოანე და თორნიკე მთაწმინდელებმა დაარსეს ივერონის მონასტერი (980-983 წწ.) და დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც დიდი ლავრის აღმშენებლობაში, ასევე ზოგადად წმინდა მთის - ათონის მონასტრების აღშენება დაარსებაში.
 ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებით (979 წ.) თორნიკე ერისთავმა დიდძალი სიმდიდრე შეიტანა ათონის წმინდა მთაზე. სწორედ ამ სახსრებით აშენდა და გამშვენდა უამრავი საცხოვრებელი თუ მონასტერი, მათ შორის ივერონი, ვატოპედი და დიდი ლავრა.

სკიტე:

 სკიტეები ათონის მთაზე პირველად XIX საუკუნეში გამოჩნდა. ისინი დაარსდა ათონის კონკრეტული მონასტრების კუთვნილ მიწებზე, მათთან დადებულ კონტრაქტების საფუძველზე. კონტრაქტები რატიპიცირებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს მიერ. დღესდღეობით ათონის წმინდა მთაზე 12 სკიტე არსებობს, ყველა ისინი, კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნიან ამა თუ იმ მონასტერს. სკიტე - იგივე მონასტერია, შეზღუდული უფლებებით. თუმცაღა სკიტესაც ყავს თავისი წინამძღვარი და მათი ცხოვრება უფრო ძნელია, ვინაიდან დამოკიდებულნი არიან თავიანთ შრომასა და მეურნეობაზე. სკიტეებში მონაზვნური ცხოვრება განსხვავებულია, ზოგიერთი სკიტე იდიორითმული ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგი კი ზოგადსაცხოვრებელი ცხოვრების წესით.


    მონასტრები:

  1. დიდი ლავრა. იგივე წმ. ათანასეს ლავრა
  2. მონასტერი კარაკალა
  3. ფილოთეის მონასტერი
  4. ივერონის (ქართველთა) მონასტერი
  5. მონასტერი სტავრონიკიტა
  6. მონასტერი პანტოკრატორი
  7. მონასტერი ვატოპედი
  8. ესთიგმენის მონასტერი
  9. ქილენდარის მონასტერი
  10. ზოგრაფის მონასტერი
  11. მონასტერი კასტამონიტი
  12. დოქიარის მონასტერი
  13. ქსენოფონტის მონასტერი
  14. წმ. პანტელეიმონის მონასტერი (რუს.)
  15. მონასტერი კუტლუმუსიუ
  16. ქსეროპოტამის მონასტერი
  17. სვიმონ პეტრეს მონასტერი
  18. წმ. გრიგოლის მონასტერი
  19. წმ. დიონისეს მონასტერი
  20. წმ. პავლეს მონასტერი

    სკიტეები:

  1. ღმრთისმშობლის სკიტე. ეკუთვნის ქსენოფონტის მონასტერს
  2. წმ. ანდრიას სკიტე. ეკუთვნის ვატოპედის მონასტერს
  3. წმ. ანას სკიტე. ეკუთვნის დიდ ლავრას
  4. წმ. სამების სკიტე "კავსოკალივი". ეკუთვნის დიდ ლავრას
  5. ნათლისმცემლის სკიტე (რუმინ.). ეკუთვნის დიდ ლავრას
  6. ლაკოსკიტე წმ. დემეტრეს სკიტე (რუმინ.). ეკუთვნის წმ. პავლეს მონასტერს
  7. ნათლისმცემლის სკიტე. ეკუთვნის ივერონის მონასტერს
  8. წმ. პანტელეიმონის სკიტე. ეკუთვნის კუტლუმუსიუს მონასტერს
  9. ილია წინასწარმეტყველის სკიტე. (რუს.). ეკუთვნის პანტოკრატორის მონასტერს
  10. ახალი სკიტე. იგივე ღმრთისმშობლის სკიტე. ეკუთვნის წმ. პავლეს მონასტერს
  11. სკიტე "ბოგოროდიცა". ეკუთვნის პანტელეიმონის მონასტერს
  12. წმ. დემეტრეს სკიტე (ბერძ.). ეკუთვნის ვატოპედის მონასტერს




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო