იულიანური კალენდრით
2014 წლის 18 სექტემბერი
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სიახლეების გამოწერის გაუქმება

გილოცავთ მოწამე ბიძინა, შალვა და ელიზბარის ხსენებას!
Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

გამოყავს თუ არა დედის ლოცვას ჯოჯოხეთიდან?

  უპირველეს ყოვლისა მინდა ყველა შვილგარდაცვლილ დედას მივმართო თხოვნით: ნუ მოეკიდებით ამ წერილს ისე, თითქოს იგი თქვენს ან თქვენი მიცვალებულის წინააღმდეგ იყოს დაწერილი. ღმერთმა დამიფაროს! პირიქით, მისი დაწერის მიზეზი თქვენი გარდაცვლილი შვილების სულისადმი სწორი და მართებული მზრუნველობის გადმოცემაა და რომ დროა გავერკვეთ სიცრუესა და ჭეშმარიტებაში. უფალმა აცხოვნოს ყოველი მართლმადიდებლობით აღსრულებულის სული!
  დღეს საკმაოდ არის გავრცელებული აზრი დედის ლოცვის ძალის შესახებ, კერძოდ დედის ლოცვას ჯოჯოხეთიდანაც გამოყავს გარდაცვლილი შვილის სული. მოდით განვიხილოთ ასეა თუ არა. ვნახოთ თუ რა არგუმენტებს ეყრდნობა ეს მოსაზრება.
  დედა ყველაზე ახლო ნათესავია (ხორციელად), რომელმაც ყველაზე მეტი ტკივილი განიცადა შვილის ამქვეყნად მოვლინებაში და მას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს მასთან. აქედან გამომდინარე კი იგი ყველაზე უფრო მხურვალედ და გულანთებით ილოცებს მისთვის, ხოლო ესეთი ლოცვა უფრო მეტად იქნება შეწყნარებული ღმრთის მიერ, ვიდრე სხვა ნებისმიერის ჩვეულებრივი ლოცვა.
  ეს ის ერთადერთი არგუმენტია, რაც კი მე მსმენია. დეტალურად განვიხილოთ მართებულია თუ არა ეს არგუმენტი, შემდგომ კი განვიხილოთ თავად მოსაზრების მართებულობაც.
  რაც შეეხება დედის ნათესაობრივ სიახლოვეს, იგი იგივე სიახლოვით არის როგორიც მამის ნათესაური სიახლოვე. ხოლო იმ ფაქტს, რომ დედამ ტკივილით მოავლინა შობილი ამ ქვეყანას და რომ მისი სიყვარული უფრო მეტია, ამას უფლება არა მაქვს არ დავეთანხმო, თუმცაღა არა ერთგზის მსმენია ფაქტები, როდესაც დედა ახალშობილს სანაგვეზე აგდებს, როდესაც დედა წყევლის საშინელი სიტყვებით შობილს, როდესაც დედა თავის ავხორცობის დასაკმაყოფილებლად (ან სხვა მიზეზით) თავიდან იცილებს შობილს (იგულისხმება ზრდასრულობამდე) და მას ბედის ანაბარა ტოვებს ან უბრალოდ ტოვებს მას მამასთან ან თუნდაც მარტოს და თავად მიდის რათა დაიკმაყოფილოს ხორციელი ვნება. ბევრი რომ არ გავაგრძელო დედის განსაკუთრებული სიყვარული შობილის მიმართ არ არის კანონზომიერება, არამედ იგი ხშირ შემთხვევაშია ეგრე. თუ ვინმე იტყვის ჩამოთვლილთაგან არცერთს არ უნდა ეწოდოს დედა, ვუპასუხებ, რომ ვეთანხმები დედა არ უნდა ვუწოდოთ მათ, მაგრამ მათ ნათესაობრივ სტატუსს სამწუხაროდ დედა ჰქვია.
  რაც შეეხება ლოცვას. ის რომ დედის სიყვარული შობილისადმი ხშირ შემთხვევაში მეტია, განა ეს არის საკმარისი პირობა იმისა, რომ ლოცვა მხურვალე და გულანთებული იქნება? რა თქმა უნდა არა. ლოცვა რომ ღმერთთან ურთიერთობაა ეს სადაო არ არის. სწორედ აქედან გამომდინარე ვსვამ შეკითხვას: განა შეუძლია ადამიანს მხურვალედ ითხოვოს შემოქმედისგან, როდესაც მას ცხოვრებაში არ ქონია მსგავსი ურთიერთობა, ანუ არასდროს არ ულოცია? განა შეიძლება შობილის გარდაცვალებამ ისე მოაქციოს ადამიანი, რომ რასაც წმინდა მამები უდაბნოში მარხვითა და სხვადასხვა ღვაწლით წლობის შემდეგ აღწევდნენ - ერთ დღეში თუნდაც რამოდენიმე თვეში მიაღწიოს სოფლის ამაობით გარემოცულმა?
  არგუმენტის მართებულობა უკვე განვიხილეთ, მოდით განვიხილოთ რამდენად მისაღებია თავად მოსაზრება, ანუ ის რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან დაიხსნას გარდაცვლილი შობილის სული.
  თავი და თავი ამ მოსაზრების შეცდომისა არის ის, რომ იგი სიცრუეზეა აგებული და საფუძვლად არცერთი წმინდა მამის გამონათქვამი არ უდევს აღარაფერს ვამბობ წმინდა წერილზე. ვის ან რაში დაჭირდა ამ სიცრუის გავრცელება? რა თქმა უნდა ამაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, თუმცაღა რამოდენიმე მოსაზრება მასთან დაკავშირებით არსებობს. კერძოდ: ზემოთ მოგახსენეთ, რომ ხშირ შემთხვევაში დედის სიყვარული შობილისადმი უფრო მეტია, ვიდრე სხვა ნათესავებისა, სწორედ ამიტომ ბუნებრივია მისი ტკივილი შობილის დაკარგვის გამო სხვებზე მეტია და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა სასოწარკვეთილებამდეც კი მივიდეს ადამიანი. არის შემთხვევები, როდესაც ღმერთს ემდურებიან იმის გამო, რომ შემოქმედმა შობილი წაართვა მათ, ასეთ შემთხვევაში ღმრთისგმობამდე აღარაფერი უკლიათ ხოლმე, რაც ხშირად ხდება კიდეც. ერთერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, რომ მშობელი ღმრთისგმობას ან სასოწარკვეთას აარიდონ ცდილობენ მის მოტყუების გზით ღმერთისკენ შემობრუნებას, ანუ თუ ასეთი გამწარებული დედა მიიღებს ამ მოსაზრებას და დაიწყებს შვილისათვის ლოცვას იგი ნელნელა მიუახლოვდება ღმერთს და გამოვა სასოწარკვეთილებისაგანაც და ღმრთისგმობისაგან (ღმრთისგმობისაგან შემობრუნება ძალზედ იშვიათია). გარდა ამისა არსებობს სხვა მიზეზიც, მაგალითად უბრალო კაცთმოთნეობა, ანუ დედის წუხილის შემხედვარეთ სიბრალული უჩნდებათ მის მიმართ და ზემოხსენებული სიცრუით ანუგეშებენ მას. დღევანდელ დღეს ისე მოიკიდა ამ ცრუ სწავლებამ ფეხი, რომ არც სიბრალულის გამო არც იმიტომ რომ ადამიანი სასოწარკვეთილებიდან გამოიყვანონ, არამედ უბრალოდ დარწმუნებულები არიან, რომ დედის ლოცვას ჯოჯოხეთიდან გამოხსნა შეუძლია და მორჩა, ამ მიზეზით აწვდიან ცრუ სწავლებას ისედაც ჭირში მყოფ ადამიანს.
  ყოველივე მიზეზის განხილვის შემდეგ იბადება კითხვა: რა საჭიროა ადამიანის მოტყუება იმ მიზეზით, რომ იგი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს? განა არ შეიძლება იგივე ადამიანი გამოიყვანო მდგომარეობიდან ჭეშმარიტი სწავლებით? ანუ მოუწოდო მას, რომ გაიღოს გარდაცვლილის სახელზე მოწყალება, რომ მიცვალებულს გადაუხადოს პანაშვიდი ეკლესიაში, დააყენებიოს წირვა გარდაცვლილის სახელზე, ყოველივე ამას ხომ ეკლესია და წმინდა მამები გვასწავლიან? რა თქმა უნდა პირადი ლოცვაც აუცილებელია, მაგრამ არა ცრუ წარმოდგენებით, რომ თითქოს პირად ლოცვას (ზოგადად დედისას) შეუძლია ჯოჯოხეთის ბჭეთა დაძლევა და იქედან სულის ამოყვანა. ცხონებაც და წარწყმედაც ღმრთის ხელთა და მხოლოდ მის უზენაეს ნებას შეუძლია გადაწყვიტოს სულის მარადიული ადგილსამყოფელი და ჯოჯოხეთის ტანჯვისაგან გამოხსნაც მხოლოდ უფალს შეუძლია ეკლესიის ლოცვით და არა ზოგადად დედის ლოცვით. მხოლოდ ეკლესიას გააჩნია ის ძალმოსილება, რომ შეევედროს უფალს ამა თუ იმ სულის ჯოჯოხეთიდან აღმოყვანებისათვის.
  სწორედ ამ მიზეზთა გამო მოგახსენეთ, ის რომ ძნელია პასუხის გაცემა თუ ვის და რისთვის დასჭირდა ეს სიცრუე. ძნელია იმიტომ რომ, როდესაც არსებობს ჭეშმარიტი ალტერნატივა, მაშინ რა საჭიროა სიცრუე? სიმართლეს გეტყვით, მაოცებს ეს ყოველივე. ასეთი მიდგომით შესაძლოა ადამიანი იხსნა სასოწარკვეთისაგან, სამაგიეროდ კი ჩააგდო ამპარტავნებაში ან თუნდაც ხიბლში. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ სიცრუის თქმა ცოდვაა და ცრუ სწავლების გავრცელება კი უმეტესი ცოდვაა.
  ერთ-ერთი არგუმენტი სიცრუის არსებობისა არის ისიც, რომ არ შეიძლება ნათესაური სტატუსით განვასხვავოთ ლოცვის სიძლიერე და იგი ეკლესიის ლოცვის სიძლიერეზე მაღლა დავაყენოთ. ესეც რომ არ იყოს, განა არ შეიძლება რომ გარდაცვლილს ჰყავდეს და ან ძმა ან თუდაც მამა, რომელიც უფრო ეკლესიურად ცხოვრობს ვიდრე დედა. ან მონაზონი იყოს გარდაცვლილის და ან ძმა. ასეთ შემთხვევაში ვის ვედრებას უფრო შეიწყნარებს უფალი? პასუხი გასაგებია.
  და ბოლოს: ყველა ვინც დედის ლოცვის მოსაზრებას აღიარებს, დაფიქრდეს, რა უფრო უპრიანია ჭირისუფალისთვის და რომელი უფრო სათნო-ეყოფა უფალს, ჭეშმარიტების თქმით გამოვიყვანოთ მტკივნეული მდგომარეობიდან და ღმრთისაკენ მოვუწოდოთ თუ სიცრუის სწავლებით ვუბიძგოთ ადამიანს ახალი განსაცდელისაკენ? უდაოდ პირველი ვარიანტია მხოლოდ მისაღები და თუ ეს ზოგიერთს არ ძალუძს, უმჯობესია დუმილი. ნუ დაგვავიწყდება პავლე მოციქულის სიტყვები: "ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმინდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა" (რომაელთა მიმართ ეპისტოლე 12. 3)

გამოქვეყნების თარიღი 03/12/05.
წერილის არჩევა



http://www.poweredessays.com/essay-writer . topical vitamin c


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი.

SMS-ით თანხის გადმორიცხვა: დააჭირეთ მწვანე ღლაკს აირჩიეთ ქვეყანა, თქვენი ოპერატორი, შემდეგ კი შესაწირი თანხა


Unlimited web hosting


ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.


პროექტის ავტორი ეძებს სამუშაოს.