იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


იულიუსის და გრიგოლის კალენდარი

იულიანური და გრიგოლიანური კალენდარი
  სამწუხაროა, რომ დღესდღეობით ძირითადი თარიღების აღნიშვნა გრიგოლიანური ე.წ. ახალი სტილით გვიწევს, რაც დამაბნეველიც არის და ამვდროულად ამკვიდრებს თავის გავლენას ჩვენს ცნობიერებაში.
  კალენდარი არის დროის ათვლის სისტემა, დროის ამქვეყნიური ათვლა, ამიტომ მისი ზუსტი გადმოცემა არასდროს იქნება შესაძლებელი, რამეთუ ეს ქვეყანა წარმავალია და შესაბამისად კალენდარიც აღარ იარსებებს. ისმის კითხვა: მაშ რა საჭიროა ორი კალენდარი, თუ კი ერთიცა და მეორეც წარმავალია? საქმე ის არის, რომ ახალი სტილი, იგივე გრიგოლიანური კალენდარი არის საერო, ხოლო ძველი სტილი, იგივე იულიანური კი საეკლესიო. აბსოლიტური სიზუსტე არცერთ განზომილებაში არ არსებობს ამ ქვეყნად, მათ შორის დროშიც. იულიანური კალენდარი სხვა კალენდრებთან შედარებით უფრო ზუსტად და მარტივად გადმოგვცემს დროის ათვლის სისტემას და რაც ყველაზე მთავარი და უმთავრესია, მაცხოვრის განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა და ყველა საეკლესიო დღესასწაული იულიანური კალენდრის სისტემით აითვლებოდა და აითვლება დღესაც. დროის ათვლის სისტემის შეცვლის შემთხვევაში აზრს კარგავს დღესასწაულის თარიღები. მაგალითად, თუ მნიშვნელობა არა აქვს შობას ახალი სტილით ვიდღესასწაულებთ თუ ძველით, მაშინ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რა თარიღს მივანიჭებთ შობის დღესასწაულს, ანუ შესაძლებელი ხდება შობა ვიდღესასწაულოთ გაზაფხულზე, ზაფხულში თუ სხვა ნებისმიერ დროს. ცოტა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გრიგოლიანური კალენდრით (ახალი სტილით) დღესასწაულების აღნიშვნა, მხოლოდ თარიღის აღნიშვნაა და არა თვით იმ ფაქტისა, რაც დღესასწაულის მიზეზია. რატომ? იმიტომ, რომ ხვალ რომ 9 მაისი გამოცხადდეს 25 დეკემბრად, როდის იქნება შობის აღნიშვნა მართებული, 25 დეკემბრად სახელდებულ 9 მაისს, თუ იმ თარიღით, რომელი თარიღითაც განკაცდა მაცხოვარი? ცნობისათვის, გრიგოლიანური კალენდარი (ახალი სტილი) ცვალებადია, ანუ დროის მატებასთან ერთად იზრდება სხვაობა იულიანურსა და გრიგოლიანურ კალენდრებს შორის, რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ. შესაძლოა არათავსებადი შედარეებაა, მაგრამ ავღნიშნავ, რომ რუსეთის კომუნისტურმა მთავრობამ 25 ოქტომბრის რევოლუციის თარიღის აღნიშვნა ახალი სტილით 7 ნოემბერს დაადგინა. როგორც ჩანს კომუნისტებმაც ზეიმის კალენდარული დღის ზუსტი აღნიშვნა არჩიეს.
  როდის მოხდა ახალი სტილის შემოღება?
  ახალი სტილი, წარსულში თუ აწმყოში მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიას არასოდეს მიუღია. ახალი, ანუ გრიგოლიანური კალენდარი შემოიღებული იქნა ჟორდანიას მთავრობის სოციალ-დემოკრატების მიერ 1918 წელს, როგორც საერო კალენდარი. ამ წელს 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად, ვინაიდან ამ დროისათვის გრიგოლიანური კალენდარი 13 დღეღამით უსწრებდა იულიანურს, ისევე როგორც დღეს (ჯერჯერობით). აქვე ავღნიშნავ, რომ ჟორდანიას მთავრობაც ისეთივე ურწმუნო იყო როგორც ბოლშევიკური, იმ განსხვავებით, რომ ისინი სარწმუნოებას არ დევნიდნენ ხილულად, რითაც ჰგვანან დღევანდელ ხელისუფლებას. სხვათაშორის აწგანსვენებული ზვიად გამსახურდია, მისი პრეზიდენტობის დროს აპირებდა საერო კალენდრის იულიანურზე გადატანას, რაც სამწუხაროდ არ დასცალდა.
  რა ან ვინ იყო გრიგოლიანური კალენდარის შემოღების მიზეზი?
  საქართველოში, უკვე ვთქვით ვინც იყო გრგოლიანური კალენდრის დამფუძნებელი, ხოლო კათოლიკურ სამყაროში იგი შემოღებულ იქნა 1582 წელს რომის პაპის გრიგოლი XIII-ის (ერისკაცობაში უგო ბონკომპანი) რეფორმის თანახმად. ამიტომაც ეწოდება მას გრიგოლიანური. იმ დროისათვის გრიგოლიანური კალენდარი იულიანურს წინ უსწრებდა 10 დღეღამით და 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად, ანუ კალენდარული ათვლა 10 დღეღამით წინ გადაწიეს. შემდეგ და შემდეგ 10 დღეღამიანი სხვაობა იქცა 13 დღეღამიან სხვაობად. რუსეთში გრიგოლიანური კალენდარი შემოიღო ბოლშევიკურმა მთავრობამ 1918 წელს. 24 იანვრის დეკრეტით, 1 თებერვალი რუსეთში 14 თებერვლად გამოცხადდა.
  გრიგოლიანური კალენდარს საფუძვლად უდევს ტროპიკული წელიწადი, რაც განისაზღვრება დედამიწის მზის გარშემო ერთი გარემოქცევით, რომელიც შეადგენს 365,2422 დღეღამეს, უფრო ზუსტად 365 დღეღამეს 5 საათს 48 წუთს და 46 წამს. დღესდღეობით ამ ორ კალენდარს შორის სხვაობა 13 დღეღამეს შეადგენს. რაც დრო გავა 13 დღეღამიანი სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, კერძოდ ყოველი 128 წელიწადისა და 73 დღეღამის შემდეგ, გრიგოლიანურ კალენდარს 1 დღეღამე ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 128 წლის შემდეგ თარიღი გადაიწევს ერთით წინ. სიტყვამ მოიტანა და როდესაც სხვაობა 14 დღეღამეს შეადგენს, საინტერესოა სხვაობამდე დაბადებულებს შეუცვლიან პასპორტებს და დაბადების მოწმობებს თუ მათთვის 13 დღეღამიანი სხვაობა იარსებებს გარდაცვალებამდე? გარდა ამისა გრიგოლ XIII-ის რეფორმით მცხრალად (არანაკიანი) ჩაითვალა ყველა ის წელი, რომელთა საუკუნის რიცხვი მთელია, მაგრამ 4-ზე უნაშთოდ არ იყოფა. მაგალითად: 2000, 2400, 2800 ნაკიანია, ხოლო 2100, 2200, 2300, 2500 და ა. შ. მცხრალია.
  ვინ შეადგინა იულიანური კალენდარი?
  რომის იმპერატორ იულიუს კეისრის ბრძანებით ეგვიპტელ ასტრონომ სოსიგენეს დაევალა ზუსტი კალენდრის შედგენა. სოსიგენეს მიერ შედგენილი, ანუ იულიანური კალენდარული სისტემა ყოველ 3 წელიწადში შეადგენს 365 დღეღამეს, ხოლო ყოველი მე-4 წელიწადი (ნაკიანი წელიწადი) შეადგენს 366 დღეღამეს. საშუალოდ წელიწადი შეადგენს 365,25 დღეღამეს. როგორც ვხედავთ სხვაობა იულიანურ და გრიგოლიანურ წელიწადთა ათვლის სისტემაში 0.0078 დღეღამეა, ანუ 11 წუთი და 14 წამი. უფრო ზუსტად 11 წუთი და 13,92წამი. სხვაობა გამოწვეულია იმ მარტივი მიზეზით, რომ ორ სვადასხვა კალენდარული სისტემასთან გვაქვს საქმე. გრიგოლიანური ეყრდნობა ტროპიკულ წელიწადს, ხოლო იულიანური - ვარსკვლავურ წელიწადს.
  დასკვნა:
  ვარსკვლავურ წელიწადსა და იულიანურს შორისაც არის სხვაობა წუთებში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით სოსიგენეს გააჩნდა ჰიპარქეს ტროპიკული წელიწადის განმსაზღვრელი ტაბულები, მაგრამ მან არ მიიღო ისინი. ყოველივე ეს კი ადასტურებს იმას, რომ იულიანური კალენდარი, არამარტო მშრალი მათემათიკური გათვლითი სისტემაა დროის ათვლისა, არამედ ცოცხალი, შეიძლება ითქვას ოქროს შუალედია კალენდარულ სისტემებს შორის. და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ კალენდარულ ათვლაში (სისტემაში) მოხდა ყველა ის აღსანიშნავი საეკლესიო დღესასწაულები რასაც დღეს ვდღესასწაულობთ.

გამოქვეყნების თარიღი 14/01/06.
წერილის არჩევა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო