იულიანური კალენდრით
2017 წლის 6 ნოემბერი
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სიახლეების გამოწერის გაუქმება


Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

რატომ არის აღდგომა და მასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები მოძრავი?

  ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ ზოგიერთს უჩნდება კითხვა: თუ კი ნათლისღება, შობა და სხვა უძრავი დღესასწაულები იდღესასწაულება კონკრეტული თარიღის მიხედვით, რატომ იცვლება აღდგომა, ბზობა, ამაღლება და სხვა მოძრავი დღესასწაულების თარიღები?
  აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირას, მაგრამ არ უნდა უსწრებდეს და ემთხვეოდეს ჰურიათა პასექს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომა უნდა იდღესასწაულებოდეს არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიაბა) და მთვარის ფაზის მიხედვით.
  რაც შეეხება ბზობას, ამაღლებას და აღდგომასთან მიმართებაში მყოფ დღესასწაულებს, ისინი სწორედ დროის იმ ინტერვალით უსწრებენ ან მოსდევენ აღდგომას, რა ინტერვალითაც უსწრებდნენ ან მოსდევდნენ აღდგომას ქ. შ. 33 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მოხდა მაცხოვრის აღდგომა. ვინაიდან ეს დღესასწაულები ქრონოლოგიურად ერთიდაიმავე წელს (ქ. შ. 33 წ.) მოხდა და მისტიურად დაკავშირებულნი არიან აღდგომასთან, სწორედ ამიტომ არიან ეს დღესასწაულები აღდგომასთან მიმართებაში მყოფი, სხვები კი არა.
  მაგალითისთვის: ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (ბზობა) მოხდა ერთი კვირით ადრე აღდგომამდე, ხოლო ამაღლება 40 დღის შემდეგ. ე. ი. მოცემული გვაქვს ინტერვალი დღეებში და არა რაიმე კონკრეტული თარიღი. აქედან გამომდინარე, აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები გამოითვლება ინტერვალის მიხედვით.
  ყოველივე ზემოხსენებული არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს უცნობი იყოს თარიღი (თვე და რიცხვი) როდესაც მოხდა აღდგომა. ეს ასე არ არის. აღდგომა იმიტომ კი არ არის მოძრავი, რომ თარიღი არის უცნობი, არამედ იმიტომ, რომ იგი არის ახალი აღთქმის პასექი. ძველი აღთქმის პასექი იყო დღესასწაული ისრაელი ერის გამოხსნისა ეგვიპტელთა ტყვეობიდან და იგი სწორედ მთვარის კალენდრით იდღესასწაულებოდა, ანუ იყო მოძრავი. ახალი აღთქმის პასექმა (აღდგომამ) შეცვალა ძველი და იგი არის კაცობრიობის ჯოჯოხეთიდან გამოხსნის დღესასწაული. სწორედ ამიტომ დადგინდა აღდგომის გამოთვლა მთვარის მიხედვით, რადგან იგი სულიერი გაგრძელებაა ძველისა, ანუ თუ ძველი პასექი იყო ხორციელი ირაელის ხორციელი გამოხსნა - ახალი პასექი სულიერი ისრაელის სულიერი გამოხსნაა. და რაც ყველაზე მთავარია თვით უფალს ენება ესე.
  რაც შეეხება თარიღს. თუ კი დღეს არის შესაძლებელი აღდგომის თარიღის გამოთვლა 2005 წლისთვის თუ ნებისმიერი წლისთვის, იგივე პრინციპით შეიძლება და შეიძლებოდა გასულ საუკუნეებში მისი გამოთვლა ქრისტეს შობიდან 33 წლისთვის რომელი რიცხვი მოუწევდა აღდგომის დღესასწაულს და წმინდა კრებებს დაეკანონებინათ იგი. თუმცაღა, ზეპირგადმოცემით აღდგომა მოხდა პირველ აპრილს, მაგრამ პირველი აპრილი არასდროს არ იდღესასწაულებოდა როგორც აღდგომა.
  და ბოლოს: ხალხში გავრცელებული გამოთქმა "დღეს პირველი აპრილია..." ღმრთისმგმობი მკრეხელების მიერ არის დანერგილი და ხალხი მას იმეორებს დაუფიქრებლად

გამოქვეყნების თარიღი 17/11/05.
წერილის არჩევა











ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.