იულიანური კალენდრით
2017 წლის 6 ნოემბერი
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სიახლეების გამოწერის გაუქმება


Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

წმინდანთა სახელები


მზადდება:    
22/05/2010 დაემატა:

სახელნი მამათანი

სახელნი დედათანი

მამათა სახელებში ძებნა:
გვერდები:                                                                                 
  1. ბაბილა აღრევა
    მოწამე ბაბილა სიცილიელი (III ს.). 24 იანვარი (6 თებარვალი)
    მღვდელმოწამე ბაბილა ანტიოქიის ეპისკოპოსი (251 წ.). 4 (17) სექტემბერი
    ბაბილა ნიკომიდიელი (305-311 წწ.). 4 (17) სექტემბერი
  2. ბაგრატი ირან. ღმრთის მოცემული
    მღვდელმოწამე ბაგრატი ტავრომენელი ეპისკოპოსი (I ს.). 9 (22) ივლისი
  3. ბათუსი (ვათუსი)
    მოწამე ბათუს ხუცესი (დხ. 375 წ.). 26 მარტი (8 აპრილი)
  4. ბაკხო (ბაკხუსი; ბაქოსი; ბახუსი) მეღვინეობის ღმერთი
    მოწამე ბაკხო (290-303 წწ.). 7 (30) ოქტომბერი
    მოწამე ბაკხუსი (დხ. 362 წ.). 6 (19) მაისი
  5. ბაპტოსი ჩაყურყუმალებული
    მოწამე ბაპტოსი (202 წ.). 10 (23) თებერვალი
  6. ბარაქისე (ბარიქია; ბარაქიოზი) ღმრთის მიერ კურთხეული
    მოწამე ბარაქისე (დხ. 330 წ.). 28 მარტი (10 აპრილი)
    მოწამე ბარიქია 33 მელიტინელი მოწამეთაგანი (III ს.). 7 (20) ნოემბერი
  7. ბარბარი უხეში; უცხო
    მოწამე ბარბარ მხედარი (დხ. 362 წ.). 6 (19) მაისი
    მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი ხსენების დღე: 6 (19) მაისი
  8. ბართლომე ებრ. თოლომეს (მოხნული მიწის) შვილი
    მოციქული ბართლომე ათთორმეტთაგანი (I ს.). 11 (24) ივნისი და 30 ივნისი (13 ივლისი) ნაწილთა აღმოყვანება (VI ს.) 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
  9. ბარნაბა ნუგეშის, ლხენის შვილი
    მოციქული ბარნაბა სამეოცდაათთაგანი (I ს.). 4 (17) იანვარი
    მოციქული ბარნაბა ათთორმეტთაგანი (I ს.). 11 (24) ივნისი
  10. ბარსანოფი (ბარსონოფი; ბარსონუფი)
    ღირსი ბარსანოფი დიდი (VI ს.). 6 (19) თებერვალი
  11. ბარსი (ვარსი)
    ბარსი ედესელი ეპისკოპოსი (IV ს.). 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
  12. ბარული (ვარული) მონა ღმრთისა
    მოწამე ბარული ყრმა (303 წ.). 18 ნოემბერი (1 დეკემბერი)
  13. ბარუქი კურთხეული
    წინასწარმეტყველი ბარუქი (VI ს. ქ. შ.). 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი)
  14. ბარძიმი ქართ.
    მოწამე ბარძიმი ცხრა კოლაელ ყრმათაგანი (VI ს.). 22 თებერვალი (7 მარტი)
  15. ბასე (ვასე, ვასი)
    მოწამე ბასე (303 წ.). 20 იანვარი (2 თებერვალი)
  16. ბასიანე
    ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსი (409 წ.). 10 (23) ივნისი
    ღირსი ბასიანე (V ს.). 10 (23) ოქტომბერი
  17. ბასილი (ვასილი) ბერძ. სამეფო
    ბასილი დიდი. კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსი (379 წ.). 1 (14) იანვარი და 30 იანვარი (12 თებერვალი)
    მოწამე ბასილი ანკვირიელი (დხ. 362 წ.). 1 (14) იანვარი
    ღირსი ბასილი აღმსარებელი (750 წ.). 28 თებერვალი (13 მარტი)
    მღვდელმოწამე ბასილი ხერსონის ეპისკოპოსი (IV ს.). 7 (20) მარტი
    მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი ხუცი (362-363 წ.). 22 მარტი (4 აპრილი)
    ღირსი ვასილი ახალი (დხ. 944 წ.). 26 მარტი (8 აპრილი)
    მართალი ვასილი მანგაზელი (1600 წ.). 23 მარტი (5 აპრილი)
    ღირსი ბასილი აღმსარებელი. პარიის ეპისკოპოსი (754 წ. შემდეგ). 12 (25) აპრილი
    ღირსი ბასილი რატიშვილი (XIII ს.). 18 აპრილი (1 მაისი)
    მღვდელმოწამე ბასილი ამასიელი ეპისკოპოსი (დხ. 322 წ.). 26 აპრილი (9 მაისი); ნაწილთა პოვნა (IV ს.) 30 აპრილი (13 მაისი)
    ვასილი ეპისკოპოსი (XVI ს.). 29 აპრილი (12 მაისი)
    ღირსი ბასილი (XI ს.). 27 მაისი (9 ივნისი)
    მოწამე ბასილი (III ს.). 6 (19) ივლისი
    მოციქულთასწორი ვლადიმერი. ნათლისღებით ბასილი (1015 წ.). 15 (28) ივლისი
    ღირსი ბასილი ზარზმელი.. 5 (18) ოქტომბერი
    ღირსი ბასილი ხანძთელი.. 5 (18) ოქტომბერი
    ღირსი ბასილი მიძნაძორელი.. 5 (18) ოქტომბერი
    მოწამე ბასილი (VIII ს.). 28 ნოემბერი (11 დეკემბერი)
  18. ბასილიდე (ვასილიდე) ბერძ. სადედოფლო; დედოფლისა
    მოწამე ბასილიდე (303 წ.). 20 იანვარი (2 თებერვალი)
    მოწამე ბასილიდე (III ს.). 1 (14) აპრილი
    ვასილიდე. ათ კრეტელ მოწამეთაგანი (VII ს.). 23 დეკემბერი (5 იანვარი)
  19. ბასილისკო (ვასილისკო) ბერძ. მეფე
    მოწამე ბასილისკო. 3 (16) მარტი
    მოწამე ბასილისკო. 22 მაისი (4 ივნისი)
  20. ბაქარი ქართ.
    მოწამე ბაქარი ცხრა კოლაელ ყრმათაგანი (VI ს.). 22 თებერვალი (7 მარტი)
  21. ბაქტისი (ვახტისი)
    მოწამე ბაქტისი (IV ს.). 18 (31) მაისი
  22. ბენდიმიანე (ვენდიმიანე) მეზვერე; მევენახე
    ღირსი ვენდიმიანე ბითვინიელი მეუდაბნოე (დხ. 512 წ.) . 1 (14) თებერვალი
  23. ბენედიმე (ვენედიმე)
    მოწამე ვენედიმე. 18 (31) მაისი
  24. ბენედიქტე ლათ. კურთხეული
    ღირსი ბენედიქტე (543 წ.). 14 (27) მარტი
  25. ბენიამინი ებრ. შვილი მარჯვენესი
    ღირსმოწამე ბენიამინი სინასა და რაითას სარკინოზთაგან მოწყვეტილთაგანი (IV-V სს.). 14 (27) იანვარი
    მოწამე ბენიამინ დიაკონი (418-424 წწ.). 31 მარტი (13 აპრილი)
    მოწამე ბენიამინ დიაკონი (421-424 წწ.). 13 (26) ოქტომბერი
  26. ბესარიონი ბერძ. ტყიანი; ტყეხშირი
    ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი (IV-V სს.). 6 (19) ივნისი
    ღირსმოწამე ბესარიონი გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილთაგანი (1851 წ.). 12 (25) აგვისტო
    მოწამე ბესარიონ მთავარდიაკონი (ქართველი) (1924 წ.). 14 (27) აგვისტო
  27. ბითონიოსი (ბათონიოსი) ჯურღმულში ჩაგდებული
    მოწამე ბითონიოსი. 3 (16) აპრილი
  28. ბიკენტი (ვიკენტი) მძლეველი, დამძლევი, მჯობნი
    მოწამე ბიკენტი (204 წ.). 11 (24) ნოემბერი
  29. ბიქტორი (ვიქტორი) მძლე
    მოწამე ბიქტორი (251 წ.). 31 იანვარი (13 თებერვალი)
    მოწამე ბიქტორი (258 წ.). 10 (23) მარტი
    მოწამე ბიქტორი (დხ. 66 წ.). 20 მარტი (2 აპრილი)
    მოწამე ბიქტორი მოწამე სუქიასთან წამებულ 16 ქართველთაგანი (100-130 წწ.). 15 (28) აპრილი
    მოწამე ბიქტორი (303 წ.). 18 აპრილი (1 მაისი)
    მოწამე ვიქტორი (დხ. 304 წ.). 16 (29) სექტემბერი
    მოწამე ბიქტორი (II ს.). 11 (24) ნოემბერი
  30. ბიქტორინე (ვიქტორინე) ძლევამოსილი
    მოწამე ბიქტორინე (251 წ.). 31 იანვარი (13 თებერვალი)
    მოწამე ბიქტორინე (258 წ.). 10 (31) მარტი
    მოწამე ვიქტორინე (დხ. 287 წ.). 18 (31) დეკემბერი
  31. ბიძინა ქართ.
    მოწამე ბიძინა (1661 წ.). 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
  32. ბოიანი
    მოწამე ბოიანი ბულგარეთის მთავარი (დხ. 830 წ.). 28 მარტი (10 აპრილი)
  33. ბონიფანტე კეთილის მოქმედი
    მოწამე ბონიფანტე (290 წ.). 19 დეკემბერი (1 იანვარი)
  34. ბორისი სლავ.
    კეთილმორწმუნე ბორის მიხეილი ბულგარელი მთავარი. მოციქულთასწორი (907 წ.). 2 (15) მაისი
    კეთილმორწმუნე ბორისი ნათლისღებით რომანოზი რუსეთის მთავარი (1015 წ.). 24 ივლისი (6 აგვისტო) ნაწილთა აღმოყვანება (1072 და 1115 წწ.) 2 (15) მაისი
  35. ბუკოლე (ვუკოლე) მწყემსი
    ღირსი ვუკოლე სმირნელი ეპისკოპოსი (დხ. 100 წ.). 6 (19) თებერვალი
გვერდები:                                                                                 












ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.