პროექტი "საეკლესიო კალენდარი"
- პროექტი "საეკლესიო კალენდარი"ს მიზანია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდრის
ელექტრონული ვერსია მიაწოდოს, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ
მართლმადიდებელ მრევლს და სასულიერო პირებს. იგი კეთდება ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური
თუ ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე.
- "საეკლესიო კალენდარი"-ის ელექტრონული ვერსია შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა 2004 წელს
მესამე ხარისხის დომენური სახელით tveni.geoweb.ge.
იმავე 2004 წელს შეიქმნა "საეკლესიო
კალენდარი"-ის ფაილი ავტონომიური მოხმარებისთვის, რომელიც შემდგომ დაიხვეწა
- 2006 წელს პროექტმა შეიძინა ახალი, მეორე ხარისხის დომენური სახელი tveni.ge
და განთავსდა 10 მეგაბაიტიან სივრცეზე. ამ დროისათვის პროექტი დაიხვეწა, შეიცვალა ტექნოლოგიები:
PHP, JAVASCRIPT, CSS.
- 2007 წელს გაკეთდა სხვა საიტებზე საეკლესიო კალენდრის განთავსების მხარდაჭერა.
- 2011 წელს გაკეთდა საეკლესიო კალენდრის WAP ვერსია მობილური ტელეფონებისთვის. მისამართზე: http://m.tveni.ge/
- 2012 წელს გაკეთდა მართლმადიდებლური აუდიო ვიდეო პორტალი. მისამართზე: http://vid.tveni.ge/. გაშვების თარიღი: 2012 წლის 3 დეკემბერი, ტაძრადმიყვანების დღესასწაულის წინა დღე.
- 2013 წელს დაემატა სიახლეების გამოწერა. სიახლეების გამოწერით მომხმარებელი შეიტყობს თუ რა სიახლე დაემატა თვენი.geს პროექტს, გამოვიდა თუ არა საეკლესიო კალენდრის ფაილის ახალი ვერსია ან გაკეთდა თუ არა თვენი.geს ბაზაზე რაიმე ახალი პროექტი და ა. შ.
სამწუხაროდ სიახლეების გამოწერამ ვერ გაამართლა, რადგანაც დამატებითი ხარჯები შეუქმნა პროექტს. ამიტომ გამომწერთა დამატება შეწყდა. მათ ვისაც უკვე გამოწერილი აქვთ სიახლეები, შეუძლიათ დარჩნენ გამომწერებად ან გააუქმონ იგი თავიანთი სურვილისამებრ.
სამომავლოდ
- მზადდება წმინდანთა სახელების ნუსხა განმარტებებით.
- იქმნება გვერდები წმინდანთა ცხოვრებისა და დღესასწაულების შესახებ.
|
|