იულიანური კალენდრით
2017 წლის 6 ნოემბერი
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სიახლეების გამოწერის გაუქმება


Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

კითხვა-პასუხი

83
  • თამარი ( კორდობადან ) 2008-06-02 : მაინტერესებს ოზურგეთის ახალი ეკლესიის სურათები სად ვნახო და თქვენს ფოტო გალერეაში 3 გოგოსთან რომ ახალგაზრდა მოძღვარი დგას ტელეფონის ნომერი სად შეიძლება ვნახო ან მოძღვრის ვინაობა სად დავადგინო ადრე ეს მოძღვარი ოზურგეთში ეკლესიაში მინახავს ერთ შენობაში იკო ეკლესია
    პასუხი თამარს: რაღაცა გეშლებათ... ფოტო-გალერეა ამ საიტზე საერთოდ არ არის.
  • ნათელა ( ქუთაისიდან ) 2008-06-01 : მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია დაქორწინდნენ ჯვარაყრილი გოგო და სასულიერო პირი
    პასუხი ნათელას: სასულიერო პირის ქორწინება არ შეიძლება. ქორწინება მანამ უნდა მოხდეს, სანამ გახდება სასულიერო პირი, ანუ ვიდრე დიაკვნად ხელდასხმას მიიღებს.
  • temuka ( kutaisiდან ) 2008-05-24 : gtxovt mitxrat tu sheidzleba erti natlia rom yavt imgenis daojaxeba?
    პასუხი temukaს: მე რამდენადაც ვიცი შეიძლება. ქორწინება არ შეიძლება მირონით ნათესავებს შორის, ანუ ნათლულისა და ნათლიის ოჯახის წევრებს შორის 3 თაობა. მაინც გირჩევთ დააზუსტოთ სასულიერო პირთან.
  • temuka ( kutaisiდან ) 2008-05-23 : sad sheidzleba rom vnaxo galobebi saeklesio pilmebi da saswaulebi?
    პასუხი temukaს: საიტზე http://www.ise.ge უნდა იყოს მსგავსი ბმულები.
  • ttemuka ( kutaisiდან ) 2008-05-18 : tu sheidzleba gamimartot sityva xati da eklesia.da tu shegidzliat cmindani saxelebi rom gamomigzavnot srulad.
    პასუხი ttemukaს: სიტყვა ხატი სახეს ნიშნავს. ეკლესია ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს. ძველ საბერძნეთში ეკლესია იყო სახელმწიფო პოლიტიკური ორგანო. ქრისტიანობაში ეკლესია ნიშნავს მორწმუნეთა ერთობას. ანუ, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკვანი, ერისკაცი - ერთად არის ეკლესია. დღევანდელ დღეს სიტყვა ეკლესია ასოცირდება ტაძართან, რაც ჩემი აზრით არასწორია.
  • ტამარი ( კორდობადან ) 2008-05-15 : კრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ქმარს და შვილს პირჯვარი გადავსახო
    პასუხი ტამარის: ჭეშმარიტად აღსდგა! შეიძლება, მხოლოდ თითების განლაგება ისევე უნდა იყოს როგორც საკუთარ თავზე გამოისახავთ ჯვარს და არა როგორც მღვდელი. ჯვრის გადასახვა ერისკაცებს შეგვიძლია საზრდელზეც (საჭმელი) სამოსზეც, ავტომობილზეც და ა. შ. ამ დროს თავი სასულიერო პირად არ უნდა წარმოვიდგინოთ.
  • ტამარი ( კორდობადან ) 2008-05-01 : გისურვებთ გაძლიერებას და გახარებას ყველას გვფარავდეს უფალი და მისი სწავლების შუქით ყოფილიყოს ყველას ცხოვრების გზები განათებული. მაინტერესებს წითელ პარასკევს ოჯახში ქათმის დაკვლა თუ შეიძლება?
    პასუხი ტამარის: სააღდგომო სუფრის სამზადისი შესაძლებელია უფრო ადრეც დაიწყოს. იმის მიხედვით, თუ მოსამზადებელი სურსათის შენახვა შესაძლებელია (მაცივრით, საყინულით, დამარილებით და ა. შ.). ტრადიციით წითელ პარასკევს, იგივე დიდ პარასკევს კვერცხებს ღებავენ. უფალი გფარავდეთ! აღდგომის მადლი შეგწეოდეთ!
  • ეკატერინე ( ქუთაისიდან ) 2008-04-30 : მაინტერესებს იუნონა თუ არის მართლმადიდებელი წმინდანი და როდისაა მისი ხსენება. ასევე მაინტერესებს მისი ცხოვრებაც.
    პასუხი ეკატერინეს: მსგავსი სახელით წმინდანი არ გამიგია.
  • ეთერი ( თბილისიდან ) 2008-04-10 : მაინტერესებს ძალიან წმინდანის სახელი არის თუ არა ეთერი. და როდის არის ეთერობა. ჩემი ნათლობის სახელი არ ახსოვს არავის.
    პასუხი ეთერის: წმინდანი სახელით ეთერი არ არსებობს. არ უნდა აგვერიოს ეთერიოსში. ახალი სტილით 20 მარტს არის მღვდელმოწამე ეთერიოსის ხსენება. ეთერიოსი მამაკაცის სახელია.
  • თამარი ( თბილისიდან ) 2008-04-02 : მადლობთ პასუხისთვის. ერთხელაც შეგაწუხებთ. რა გატეგორია ხალხს უტარდებათ კვეთებულის ლოცვები?
    პასუხი თამარს: კვეთებულებს. ანუ ეშმაკეულებს. ადამიანებს რომლებიც ეშმაკის მიერ არიან შეპყრობილნი, რაც ხშირ შემთხვევაში აისახება მათ ფსიქიკაზე (ფსიქიურად დავადებულნი, გიჟები ა. შ.). არსებობს სხვა ნიშნებიც, შესაძლოა ადამიანი ფსიქიკით, აზროვნებით იყოს ჯანსაღი, მაგრამ იყოს კვეთებული, გამოსცემდეს ცხოველურ ხმებს (ყეფდეს, ღრუტუნებდეს, ღმუოდეს ა. შ.). არის, რომ ადამიანი თითქოს ლაპარაკობს, ანუ წარმოსთქვამს სიტყვებს (წინადადებებს), მაგრამ სინამდვილეში იგი კი არ სჩადის ამას, არამედ მასში ჩასახული ეშმაკი, ამას კვეთებული თავადაც აცნობიერებს, რომ სიტყვებს თუ წინადადებებს ის არ წარმოთქვამს, არამედ მისი პირიდან წარმოითქმის მისდა უნებლიედ. და სხვა მრავალი მაგალითები არსებობს.
    და ბოლოს, ვინაიდან ეს თემა ძალზედ სერიოზულია, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ჩემს პასუხს, ვინაიდან ერისკაცი ვარ. აუცილებლად დაეკითხეთ გამოცდილ, სულიერ მოძღვარს და მხოლოდ მოძღვრისგან მიღებულ რჩევითა და ახსნაგანმარტებით იხელმძღვანელეთ. ჩემგან კი მხოლოდ მცირედი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.
    P.S. არანაირად არ მაწუხებთ. დიდება უფალს თუ კი ვინმეს მცირედით დავეხმარები. კარგი იქნებოდა, ვინმე მღვდელთაგანიც რომ სცემდეს პასუხს აქ დასმულ შეკითხვებს. პროგრამულად ამის უზრუნველყოფა შეიძლება.

[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-81] 












ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.