იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


კითხვა-პასუხი

115
  1. ირაკლი ( თბილისიდან ) 2008-06-07 : რას ნიშნავს სიტყვა კარნი
    პასუხი ირაკლის: კარების მრავლობითი ფორმაა.
  2. ნინო ( თბილისიდან ) 2008-06-02 : ჩემს ქმარ-შვილს სხვა ეკლესიაში სხვა მოძღვარი ჰყავთ და მეც მათთან ერთად მინდა ხოლმე წირვაზე სიარული, თუ შეიძლება ამ მიზეზით შევიცვალო მოძღვარი?
    პასუხი ნინოს: თქვენს მოძღვარს კითხეთ, ან ქმრის მოძღვარს თუ თქვენ მოძღვართან ამ შეკითხვის დასმა არ გსურთ.
  3. თამარი ( კორდობადან ) 2008-06-02 : მაინტერესებს ოზურგეთის ახალი ეკლესიის სურათები სად ვნახო და თქვენს ფოტო გალერეაში 3 გოგოსთან რომ ახალგაზრდა მოძღვარი დგას ტელეფონის ნომერი სად შეიძლება ვნახო ან მოძღვრის ვინაობა სად დავადგინო ადრე ეს მოძღვარი ოზურგეთში ეკლესიაში მინახავს ერთ შენობაში იკო ეკლესია
    პასუხი თამარს: რაღაცა გეშლებათ... ფოტო-გალერეა ამ საიტზე საერთოდ არ არის.
  4. ნათელა ( ქუთაისიდან ) 2008-06-01 : მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია დაქორწინდნენ ჯვარაყრილი გოგო და სასულიერო პირი
    პასუხი ნათელას: სასულიერო პირის ქორწინება არ შეიძლება. ქორწინება მანამ უნდა მოხდეს, სანამ გახდება სასულიერო პირი, ანუ ვიდრე დიაკვნად ხელდასხმას მიიღებს.
  5. temuka ( kutaisiდან ) 2008-05-24 : gtxovt mitxrat tu sheidzleba erti natlia rom yavt imgenis daojaxeba?
    პასუხი temukaს: მე რამდენადაც ვიცი შეიძლება. ქორწინება არ შეიძლება მირონით ნათესავებს შორის, ანუ ნათლულისა და ნათლიის ოჯახის წევრებს შორის 3 თაობა. მაინც გირჩევთ დააზუსტოთ სასულიერო პირთან.
  6. temuka ( kutaisiდან ) 2008-05-23 : sad sheidzleba rom vnaxo galobebi saeklesio pilmebi da saswaulebi?
    პასუხი temukaს: საიტზე http://www.ise.ge უნდა იყოს მსგავსი ბმულები.
  7. ttemuka ( kutaisiდან ) 2008-05-18 : tu sheidzleba gamimartot sityva xati da eklesia.da tu shegidzliat cmindani saxelebi rom gamomigzavnot srulad.
    პასუხი ttemukaს: სიტყვა ხატი სახეს ნიშნავს. ეკლესია ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს. ძველ საბერძნეთში ეკლესია იყო სახელმწიფო პოლიტიკური ორგანო. ქრისტიანობაში ეკლესია ნიშნავს მორწმუნეთა ერთობას. ანუ, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკვანი, ერისკაცი - ერთად არის ეკლესია. დღევანდელ დღეს სიტყვა ეკლესია ასოცირდება ტაძართან, რაც ჩემი აზრით არასწორია.
  8. ტამარი ( კორდობადან ) 2008-05-15 : კრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ქმარს და შვილს პირჯვარი გადავსახო
    პასუხი ტამარის: ჭეშმარიტად აღსდგა! შეიძლება, მხოლოდ თითების განლაგება ისევე უნდა იყოს როგორც საკუთარ თავზე გამოისახავთ ჯვარს და არა როგორც მღვდელი. ჯვრის გადასახვა ერისკაცებს შეგვიძლია საზრდელზეც (საჭმელი) სამოსზეც, ავტომობილზეც და ა. შ. ამ დროს თავი სასულიერო პირად არ უნდა წარმოვიდგინოთ.
  9. ტამარი ( კორდობადან ) 2008-05-01 : გისურვებთ გაძლიერებას და გახარებას ყველას გვფარავდეს უფალი და მისი სწავლების შუქით ყოფილიყოს ყველას ცხოვრების გზები განათებული. მაინტერესებს წითელ პარასკევს ოჯახში ქათმის დაკვლა თუ შეიძლება?
    პასუხი ტამარის: სააღდგომო სუფრის სამზადისი შესაძლებელია უფრო ადრეც დაიწყოს. იმის მიხედვით, თუ მოსამზადებელი სურსათის შენახვა შესაძლებელია (მაცივრით, საყინულით, დამარილებით და ა. შ.). ტრადიციით წითელ პარასკევს, იგივე დიდ პარასკევს კვერცხებს ღებავენ. უფალი გფარავდეთ! აღდგომის მადლი შეგწეოდეთ!
  10. ეკატერინე ( ქუთაისიდან ) 2008-04-30 : მაინტერესებს იუნონა თუ არის მართლმადიდებელი წმინდანი და როდისაა მისი ხსენება. ასევე მაინტერესებს მისი ცხოვრებაც.
    პასუხი ეკატერინეს: მსგავსი სახელით წმინდანი არ გამიგია.
[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-114] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო