იულიანური კალენდრით
2017 წლის 6 ნოემბერი
სათვეო კალენდარი | წმინდანთა სახელები | აღდგომის გამოთვლა | გამოთვალე სხვაობა საკონტაქტო
ფავორიტებში

მამამთავრები | ხატები | წერილები | სტუმართა წიგნი | კითხვა-პასუხი | ბმულები | ათონის მთა | ბანერები
უდიდესი დღესასწაულები | მიცვალებულთა დღეები | მარხვის დღეები | ხსნილის დღეები | გარდამავალი დღეები
download | პროექტის შესახებ | საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე | სიახლეების გამოწერის გაუქმება


Geo შეცვლა: ~
კალენდარში
საიტზე

კითხვა-პასუხი

83
  • დარეჯანი ( თბილისიდანდან ) 2007-02-19 : ძალიან გთხოვთ შეძლების მიხედვით მიპასუხოთ:საპატრიაქოს ტელევიზიით თუ გადმოიცემა ანდრია კრიტელის კანონის კითხვა და რომელ საათზე? გმადლობთ.
    პასუხი დარეჯანს: ვერაფერს გეტყვით. დაუკავშირდით საპატრიარქოს პრესცენტრს.
  • დარეჯანი ( თბილისიდან ) 2007-01-06 : პირველ რიგში მოგილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და სათნოებას, გფარავდეთ უფალი. მაინტერესებს¡ ჩემს სახელთან დაკავშირებული წმინდანი, თუ ასეთი არსებობს ან რომელ წმინდანს უნდა მივმართო დილის ლოცვების დროს. წინასწარ გიხდით მადლობას.
    პასუხი დარეჯანს: თქვენც გილოცავთ შობას! მრავალს დაესწარით!
    წმინდანი სახელად დარეჯანი არ არის წმინდანთა ნუსხაში. თუმცაღა ზოგიერთი, ასეთ შემთხვევაში 11(24) დეკემბერს მოხსენიებულ ყოველთა წმინდანთა საქართველოში წამებულთა დღეს ნაგულისხმევ წმინდანთა სახელებს ირჩევს. პირადად ჩემი აზრით ადამიანმა უნდა მიმართოს იმ წმინდანს მეოხებისთვის, რომელსაც სურს, დილით იქნება ეს ღამით თუ სხვა ნებისმიერ დროს.

  • tamari(tako) ( tbilisiდან ) 2007-01-03 : kvelas mogesalmebit...dzalian mainteresebs,tu shegidzliat momatsodot mcire inpormacia (tundac teleponis saxit)dedata monastrebis shesaxeb,romlebic(an romelic) axlosaa tbilistan an tundac tbilisshia.tu ar vcdebi mcxetashic arsebobs aseti monasteri.tu sheidzleba,rac axlos iqneba mit uketesi...dzalian minda ramodenime(2,3,4) dgit movinaxulo dedata monasters da davhko iq mcire xanit mainc...TSINASTSAR DIDI MADLOBA DAXMAREBISATVIS ! ! !
    პასუხი tamari(tako)ს: დედათა მონასტერი თბილისში არის მეტეხთან ახლოს, დარეჯანის სასახლეში (ფერიცვალების სახელობის). თბილისთან ახლოს ალბათ მცხეთის სამთავრო და მცხეთამდე არ მისული რუსული წმინდა ოლღას მონასტერია. სხვა ვერაფერი გავიხსენე ან არ არსებობს.
  • irakli 2006-09-14 : msvidoba. machukes cigni "bibliis enciklopedia", erttomeuli, meore gamocema, 1997-2003clebi. gamomcemelia "gaertianebuli bibliuri sazogadoebebi, saqartvelos carmomadgenloba", erterti avtoria malxaz songulashvili. tu icit rame arakanonikuri tu ikneba am cignshi? cinascar didi madloba
    პასუხი irakliს: რაც შეეხება "ბიბლიის ენციკლოპედიას" წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ის ფაქტორი, რომ ერთ-ერთი ავტორი მალხაზ სონღულაშვილი გახლავთ, სავსებით საკმარისი მიზეზია, რომ წაკითხვაზე უარი ვთქვა. მალხაზ სონღულაშვილი გახლავთ სექტანტი (არ ვიცი სხვა მალხაზ სონღულაშვილიც თუ არსებობს). და რა უნდა განმარტოს სექტანტმა ბიბლიიდან, რომ სულიერი სარგებელი მოუტანოს მორწმუნეს. მისი წაკითხვა მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით შეიძლება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სექტანტთა შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე გაინტერესებთ მხილების მიზნით.
    იმედია თქვენ მართლმადიდებელი ბრძანდებით. ასეთ შემთხვევაში ვგონებ იმის ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუ რა სულიერი ზიანის მოტანა შეუძლია სექტანტთა თუ ერეტიკოსთა ნამუშევრებს.

  • irakli 2006-09-12 : mSvidoba. ra Zala aqvs xatze gadacemas?
    პასუხი irakliს: ხატზე გადაცემა იგივეა რაც წყევლა, შეჩვენება. ის ფორმა რაც გავრცელებულია არსწორია, ვინაიდან ძირითადად პირადი წყენის ან ანგარების მიზნით ხდება ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც წყევლაა. როგორც ასეთი, ტერმინი "ხატზე გადაცემა", ჩემთვის უცნობია როდის დამკვიდრდა, მაგრამ იგი გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნების (შესაძლოა გვარისაც კი) მღვდელმსახურის მიერ შეჩვენებას, რასაც უთუოდ დიდი ძალა აქვს. სახარებაში წერია "რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16.19; 18.18)
    მაინც გირჩევთ გაესაუბროთ მღვდელმსახურს ამ თემაზე.

  • მარიამი ( თბილისიდან ) 2006-11-20 : რამდენად მისაღებია მართმადიდებელი ქრისტიანისთვის პლასტიკური ბარათები?
    პასუხი მარიამს: მიუღებელი რა არის? თუ გულისხმობთ რუსეთში გავრცელებულ აზრს HHH-ის შესახებ, ეგ განსჯის საგანია, ვინაიდან ციფრების კომბინაცია სამი 6-იანი არის არა მარტო ბარათებში, არამედ ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ პლასტიკური ბარათით თუ ნაღდი ფულით. მსგავსი კომბინაციები არის სხვა შემთხვევებშიც, გააჩნია როგორ აღვიქვამთ მას, როგორც ციფრს თუ მისტიურ დატვირთვას მივანიჭებთ. მეორე შემთხვევა (მისტიური მნიშვნელობა), სადღაც საშიშიც არის იმ გაგებით, რომ 1666 წელს ამ ნიადაგზე მოხდა განხეთქილება, ვინაიდან ამ წელიწადს განხეთქილნი აღიქვამდნენ, როგორც ქვეყნიერების დასასრულის წელიწადს. ხოლო როგორც დღეს ვხედავთ, ქვეყნიერება ჯერ არ დასრულებულა.
    ერთი შეხედვით არასასიამოვნოა და ცუდ ასოციაციას იწვევს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც იოანეს გამოცხადებაში წერია სამ 6-იანზე. ჩემი აზრით მისაღებია იმდენად, რამდენადაც მისაღებია ფულის ბანკნოტი.
    ის რაც მიუღებელი იქნება, არ დაიმალება. უბრალოდ არ ვიცით როდის დადგება ეგ დრო.

  • ეთერი ( თბილისიდან ) 2006-11-18 : მაინტერესებს ცოდვათ ითვლება თუ არა კათოლიკურ ეკლესიაში რო იარო და ამავდროულად მართმადიდებლურშიც.გ ფარავდეთ ღმერთი.
    პასუხი ეთერის: თქვენ ალბათ ტაძარში სიარულს გულისხმობთ. კათოლიკურ ეკლესიაში სიარული ღმერთმა დაგიფაროთ. რა თქმა უნდა ცოდვაა თუ გულისხმობთ ეკლესიას, ვინაიდან ეკლესია შენობა არ არის. კათოლიკური, ანუ პაპისტური ეკლესია არის მწვალებლური ეკლესია და მასთან ყოველი მისტიური ურთიერთობა დიდი ცოდვაა. ტაძართან დაკავშირებით იბადება კითხვა: რისთვის უნდა იაროს მართლმადიდებელმა ადამიანმა მწვალებლურ ტაძარში? თუ თქვენ ღმრთისმეტყველებას ან ლიტურგიკას სწავლობთ და აქედან გამომდინარე გსურთ შეისწავლოთ პაპისტთა მსახურება, ვფიქრობ შეიძლება, თუმცაღა აუცილებელია ლოცვა-კურთხევა.
    ჩემი მხრიდან არანაირი სურვილი და ინტერესი არ მაქვს სხვა კონფესიათა ტაძრებში სიარულისა და არც სხვას არ ვურჩევ.

  • ლევანი ( თბილისიდან ) 2006-11-15 : რას ნიშნავს "პრიჩეტნიკი"?
    პასუხი ლევანის: პასუხი მოგვწერა datoმ ( dubna,rusetiდან )
    Причетник -, т. е. член причта церкви, иначе церковнослужитель; общее название всех клириков, за исключением священника и диакона: дьячков, чтецов, псаломщиков, пономарей и т. п. Их обязанность - чтение из богослужебных книг, пение на клиросе и вообще участие во всех церковных богослужениях. До 1869 г. на них лежала также обязанность наблюдать за чистотой церкви. Штатный причетник особыми молитвами посвящается архиереем в стихарь.

  • გვანცა ( რუსთავიდან ) 2006-11-12 : გამარჯობათ...მე მაინტერესებს როდისაა კოსტანტი კახაძის ხსენების დღე...და თუ მოგეპოვებათ მასზე ინფორმაციაც...წინასწარ გმადლობთ...ღმერთი გფარავდეთ...
    პასუხი გვანცას: ხსენება ძველი სტილით 10 ახლით 23 ნოემბერი.
  • irakli 2006-12-17 : mshvidoba. ratom ckdeba metaniebi sxvadasxva dros (naziarebi, shabat-kviras)
    პასუხი irakliს: ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი მოკლედ მხოლოდ ასე შემიძლია:
    მუხლმოდრეკა დღესაწაულებზე მიღებული არ არის იმიტომ, რომ დღესასწაულის დროს სული უნდა ხარობდეს, ზეიმობდეს, მუხლმოდრეკა კი სინანულის გამომხატველია. ანუ დრესაწაული იმით არის დღესასწაული, რომ ვიზეიმოთ სულიერად, სინანულისთვის სხვა დღეები არსებობს. იგივეა ზიარების შემდგომაც. ზიარებით ხომ ჩვენში ღმრთაებრივი ბუნება შემოდის? ამიტომ ნაზიარებზე სული უნდა ზეიმობდეს და არა სინანულს გამოხატავდეს.
    უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ დიდი სჯულის კანონი მუხლთადრეკის შესახებ.

[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-81] 




TalkTalk customer service







ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული
© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.