გამოქვეყნების თარიღი: 23 თებერვალი 2012 წელი
დღეს, ძვ. 20 თებერვალი - ახ. 4 მარტი,
მართლმადიდებლობის ზეიმის ხსენებისას, მართლმადიდებლების თანადგომით,
სიტუაცია გამოსწორდა და საიტს მოეხსნა დაბლოკვა.
გფარავდეთ უფალი და გეხაროთ ორთავე სოფელში, ვინც გაიზიარეთ და გვერდში ამოგვიდექით!
თქვენ კი, ამის ჩამდენებს, თუ სინანულად არ მოექცევით, ღმერთმა მოგკითხოთ ორთავე სოფელში!
საიტს არ დაუმსახურებია მსგავსი შეფასება. საიტზე არ არის სხვისგან მოპარული ან უნებართვოდ გამოქვეყნებული არცერთი მასალა, აღარაფერს ვამბობ "ბავშვების უსაფრთხოებაზე", რაც შემფასებელს თავხედურად აქვს მონიშნული.
ძაან მაინტერესებს ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის მოძულევ, რა ნახე ამ საიტზე ბავშვებისთვის სახიფათო? თუ პირიქით იმან გაგაღიზიანა, რომ სწორედ მაგას არ ღებულობს ეს საიტი რაც მონიშნული გაქვს?
ყველაზე მთავარი გავიწყდებათ. უფალი ყოველივეს ხედავს არა თუ ჩადენილს არამედ გაფიქრებულსაც კი. სწორედ ამიტომ მიწერია ღმერთმა მოგკითხოთ ამის ჩამდენებს ორთავე სოფელში!
ხოლო თუ ეს საიტი იმსახურებს მსგავს შეფასებას, მაშინ მე მომეკითხოს, როგორც მის დამფუძნებელსა და ადმინისტრატორს!
რაც შეეხება WOTს იგი არის საიტის შეფასების პლაგინი სანდოობაზე. თუ როგორ შეფასებას აძლევენ ვიზიტორები ამა თუ იმ საიტს. ხომ არ არის საიტი თაღლითური ან ბავშვებისთვის არამისაღები ინფორმაციის შემცველი. ერთი სიტყვით რამდენად იმსახურებს საიტი ვიზიტორების ნდობას.
დარწმუნებული ვარ წითელი გამაფრთხილებელი შეფასება, რომელიც გაკეთდა აშკარად მართლმადიდებლობის მტრის მიერ, მალე მოცილდება თქვენი მხარდაჭერით ძვირფასო საიტის სტუმრებო.
თუ თქვენთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს გადაიწერეთ WOT, ჩააყენეთ თქვენს ბრაუზერში და შეაფასეთ საიტი www.tveni.ge ისე, როგორც ამას იგი იმსახურებს.
ყველას, სამართლიანად შემფასებლებს წინასწარ გიხდით მადლობას.
P.S. ადრეც იყო მსგავსი შემოტევა საიტზე www.tveni.ge.
ანტივირუსს avast-ს გააჩნია მსგავსი პლაგინი, სწორედ ამ პლაგინით ცდილობდნენ საიტის იმჯის შელახვას მართლმადიდებლობის მოძულენი.