იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია


მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები და პატრიარქები

საქართველოს ეკლესიის მამათმთავართა სია:

ზემოთ ↑

საქართველოს მთავარეპისკოპოსნი:

  1. იოანე I 335-363 წწ.
  2. იაკობი 363-375
  3. იობი 375-390
  4. ილია I 390-400
  5. სვიმეონ I 400-410
  6. მოსე 410-425
  7. იონა 425-429
  1. იერემია 429-433
  2. გრიგოლ I 434-434
  3. ბასილი I 434-436
  4. -------
  5. იოველ I 448-452
  6. მიქაელ I 452-467
ზემოთ ↑

საქართველოს კათალიკოს-მთავარეპისკოპოსნი:

  1. წმ. პეტრე I 467-474 წწ.
  2. წმ. სამოელ I 474-502
  3. გაბრიელ I 502-510
  4. თავფეჩაღ I 510-516
  5. ჩერმაგი ჩიღირმანე 516-523
  6. საბა I 523-532
  7. ევლავი 533-544
  8. სამოელ II 544-553
  9. მაკარი 553-569
  10. სვიმეონ II 569-575
  11. სამოელ III 575-582
  12. სამოელ IV 582-591
  13. ბართლომე 591-595
  14. კირიონ I 595--610
  15. იონა II 610-619
  16. ბაბილა 619-629
  17. თაბორი 629-634
  18. სამოელ V 634-640
  19. ევნონი 640-649
  20. თავფეჩაღ II 649-664
  21. ევლალე 664-668
  22. იოველ VI 668-670
  23. სამოელ VI 670-677
  24. გიორგი I 677-678
  1. კირიონ II 678-683
  2. იზიდ-ბოზიდი 683-685
  3. თეოდორე I (თეოდოსი) 685-689
  4. პეტრე II (სვიმეონი) 689-720
  5. თალალე 720-731
  6. წმ. მამაჲ 731-744
  7. იოანე III 744-760
  8. გრიგოლ II 760-767
  9. წმ. სარმეანე 767-774
  10. მიქაელ II 774-780
  11. სამოელ VII 780-790
  12. კირილე 791-802
  13. გრიგოლ III 802-814
  14. სამოელ VIII 814-826
  15. გიორგი II 826-838
  16. გაბრიელ II 838-860
  17. წმ. არსენი I 860-887
  18. ევსუქი 887-908
  19. კლიმენტოს 908-914
  20. ბასილი II 914-930
  21. მიქაელ III 930-955
  22. დავით I 944-955
  23. არსენი II 955-980
  24. წმ. (ოქროპირ) იოანე I 980-1001
  25. სვიმეონ III 1001-1012
ზემოთ ↑

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი:

  1. წმ. მელქისედეკ I 1012-1030, 1039-1045 წწ.
  2. (ოქროპირ) იოანე II 1031-1039, 1045-1049
  3. ექვთიმე I 1049-1055
  4. გიორგი III taoeli 1055-1065
  5. გაბრიელ III საფარელი 1065-1080
  6. დემეტრე 1080-1090
  7. ბასილი III კარიჭისძე 1090-1100
  8. იოანე IV საფარელი 1100-1142
  9. სვიმეონ IV გულაბერიძე 1142-1146
  10. საბა II 1146-1150
  11. ნიკოლოზ I გულაბერიძე 1150-1178
  12. მიქაელ IV 1178-1186 თამარი მეფედ აკურთხა
  13. თეოდორე II 1186-1206
  14. ბასილი IV 1206-1208
  15. იოანე V 1208-1210
  16. ეპიფანე 1210-1220
  17. ექვთიმე II 1220-1222
  18. არსენი III 1222-1225
  19. გიორგი IV 1225-1230
  1. არსენი IV 1230-1240
  2. ნიკოლოზ II 1240-1280
  3. აბრაამ I 1280-1310
  4. ექვთიმე III 1310-1325
  5. მიქაელ V 1325-1330
  6. ბასილი V 1330-1350
  7. დოროთეოზ I 1350-1356
  8. შიო I 1356-1364
  9. ნიკოლოზ III 1364-1380
  10. გიორგი V 1380-1397
  11. ელიოზი 1399-1411
  12. მიქაელ VI 1411-1426
  13. დავით II 1426-1430
  14. თეოდორე III 1430-1435
  15. დავით III გობელაძე 1435-1439, 1443-1459
  16. შიო II 1440-1443
  17. მარკოზი 1460-1466
  18. დავით IV 1466-1479
ზემოთ ↑

აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი:

  1. ევაგრე 1480-1492, 1500-1503 წწ.
  2. აბრაამ II აბალაკი 1492-1497
  3. ეფრემ I 1497-1500
  4. დოროთეოზ II 1503-1510, 1511-1516
  5. დიონისე 1510-1511
  6. ბასილი VI 1517-1528
  7. მალაქია 1528-1538
  8. მელქისედეკ II ბაგრატიონი 1538-1541
  9. გერმანე 1541-1547
  10. სვიმეონ V 1547-1550
  11. ზებედე I 1550-1557
  12. დომენტი I 1557-1562
  13. ნიკოლოზ IV ბარათაშვილი 1562-1584
  14. წმ. ნიკოლოზ V 1584-1591
  15. დოროთეოზ III 1592-1599
  16. დომენტი II 1599-1603
  17. ზებედე II 1603-1610
  1. იოანე VI ავალიშვილი 1610-1613
  2. ქრისტეფორე I 1616-1622
  3. ზაქარია ჯორჯაძე 1623-1630
  4. წმ. ევდემოზ I დიასამიძე 1630-1637
  5. ქრისტეფორე II ამილახორი 1638-1660
  6. დომენტი III 1660-1676
  7. ნიკოლოზ VI ამილახორი 1678-1688, 1691-1696
  8. იოანე VII დიასამიძე 1688-1691, 1696-1700
  9. ევდემოზ II დიასამიძე 1701-1705
  10. დომენტი IV 1705-1741
  11. ბესარიონ ორბელიანი 1725-1737
  12. კირილე 1737-1739
  13. ნიკოლოზ VII ხერხეულიძე 1741-1744
  14. ანტონი I დიდი 1744-1755, 1764-1788
  15. წმ. იოსებ ჯანდიერი 1755-1764
  16. ანტონი II 1788-1811
ზემოთ ↑

დასავლეთ საქართველოს კათალიკოსნი:

  1. ნიკოლოზ I ბედიელ-ყოფილი XIII ს. დასაწყისი
  2. დანიელი XIV ს. მეორე ნახევარი
  3. არსენი 1390 წელს მიიღო კათალიკოსობა
  4. იოანე - იოაკიმე 1455-1474
  5. სტეფანე 1490-1516
  6. მალაქია I აბაშიძე 1519-1532
  7. ევდემოზ I ჩხეტიძე 1543-1575
  8. ექვთიმე I საყვარელიძე 1578-1605
  9. მალაქია II გურიელი 1605-1639
  10. გრიგოლ I 1612-1656
  11. მაქსიმე I მაჭუტაძე 1628-1657
  12. ბესარიონ I 1647-1656
  13. ნიკიფორე 1657-1657
  14. ზაქარია ქვარიანი 1657-1659
  1. სვიმეონ I ჩხეტიძე 1660-1666
  2. ევდემოზ II საყვარელიძე 1666-1669
  3. ექვთიმე II საყვარელიძე 1669-1673
  4. დავითი ნემსაძე 1667-1676, 1682-1707
  5. სვიმეონ II 1665-1681
  6. გიორგი (დასაზუსტებელია. ჩანს 1701 წლიდან)
  7. ნიკოლოზი 1703-1710
  8. გრიგოლ II ლორქიფანიძე 1706-1742
  9. გერმანე წულუკიძე 1742-1754
  10. ბესარიონ II ერისთავი 1755-1766
  11. იოსები სოლომონ I-ის ძმა 1767-1776
  12. მაქსიმე II აბაშიძე 1776-1795 გარდაიცვალა კიევში.
  13. დოსითეოზი ქუთათელი მიტროპოლიტი, კათალიკოსის მოსაყდრე. 1792-1814
ზემოთ ↑

1811 წელს, რუსეთმა გააუქმა საქართველოში ავტოკეფალია და ვიდრე 1917 წლამდე საქართველოს ეკლესიას განაგებდნენ რუსეთის ეგზარქოსები:

  1. ვარლამი ერისთავი 1811-1817 წწ.
  2. თეოფილაქტე რუსანოვი 1817-1821
  3. იონა ვასილევსკი 1821-1832
  4. მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი 1832-1834
  5. ევგენი ბაჟანოვი 1834-1844
  6. ისიდორე ნიკოლსკი 1844-1858
  7. ევსევი ილინსკი 1858-1877
  8. იოანიკე რუდნევი 1877-1882
  9. პავლე ლებედევი 188201887
  10. პალადი რაევი 1887-1892
  1. ვლადიმერი ბოგოიავლენსკი 1892-1898
  2. ფლაბიანე გოროდეცკი 1898-1901
  3. ალექსი I ოპოცკი 1901-1905
  4. ნიკოლოზი ნალიმოვი 1905 1906
  5. ნიკონი სოფიისკი 1906-1908
  6. ინოკენტი ბელიაევი 1909-1913
  7. ალექსი II მოლჩანოვი 1913-1914
  8. პიტირიმე პოკნოვი 1914-1915
  9. პლატონი როჟდესტვენსკი 1915-1917
ზემოთ ↑

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ:

  1. წმ. კირიონ III საძაგლიშვილი 1917-1918 წწ.
  2. ლეონიდე ოქროპირიძე 1918-1921
  3. წმ. ამბროსი ხელაია 1921-1927
  4. ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927-1932
  5. კალისტრატე ცინცაძე 1932-1952
  1. მელქისედეკ III ფხალაძე 1952-1960
  2. ეფრემ II სიდამონიძე 1960-1972
  3. დავით V დევდარიანი 1972-1977
  4. ილია II (ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1977


  •   გამოტოვებულია მობიდანი. 436-443 წწ. წარმოშობით იყო სპარსელი. განუდგა ქრისტიანობას და აღიარა ცეცხლთაყვანისმცემლობა. სიაში დაბრუნება
  •   მიქაელ I გახლდათ ანტიოქიიდან და წინააღმდეგი იყო საქართველოს ავტოკეფალიისა.
      როდესაც კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებული მეფე ვახტანგ გორგასალი მიეახლა მთავარეპისკოპოს მიქაელს, რათა თაყვანიეცა მისთვის, ამ უკანასკნელმა წიხლი ჩაარტყა მეფეს სახეში და კბილები ჩაუმტვრია. მიქაელის ეს მრისხანება გამოწვეული იყო იმით, რომ მეფე ვახტანგმა კონსტანტინოპოლში საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ვიდრე ამ დრომდე საქართველოს ეკლესია იმყოფებოდა ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ.
      ვახტანგ გორგასალმა სრულიად კანონიერად მოუპოვა სქართველოს ავტოკეფალია, რამეთუ საქართველოში სამ მოციქულს ჰქონდა ნაქადაგები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო წილად ხვდა თვით ღმრთისმშობელს, ზეციურ დედას, და სწორედ ღმრთისმშობლის დავალებით და ლოცვა-კურთხევით გამოემართნენ საქართველოში ქრისტეს სჯულის საქადაგებლად მოციქულები: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა. ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ჩამოაბრძანა ანდრია პირველწოდებულმა ცნობილი სასწაულმოქმედი ხატი "აწყურის ღმრთისმშობელი".
      რაც შეეხება მიქაელ I-ს, იგი ვახტანგ მეფემ გაკოჭა და ანტიოქიაში გააგზავნა, სადაც მიიღო საეკლესიო სასჯელი - ხორციელი ცხოვრების ბოლომდე მღვიძარების მონასტერში იქნა გადაგზავნილი.
      საქართველოში კი ვახტანგ გორგასალის მიერ იმავე წელს (467), კონსტანტინოპოლიდან ჩამოყვანილ იქნა ეპისკოპოსი პეტრე, რომელიც პეტრე I-ით მოიხსენიება. სიაში დაბრუნება
  •   წმ. კათალიკოსი პეტრე I ხსენების დღე 30 ნოემბერი (13 დეკემბერი). სიაში დაბრუნება
  •   წმ. კათალიკოსი სამოელ I ხსენების დღე 30 ნოემბერი (13 დეკემბერი). სიაში დაბრუნება
  •   საბა I გახლდათ პირველი კათალიკოსი ნათესავით ქართველი. მისი ინტრონიზაცია შესრულდა ქალაქ მცხეთაში. სიაში დაბრუნება
  •   წმ. კათალიკოსი მამაჲ. ხსენების დღე 3 (16) მაისი. სიაში დაბრუნება
  •   წმ. კათალიკოსი სარმეანე. შიო მღვიმელის ხსენების დღეს, შიომღვიმის მონასტერში, შეკრებილნი იყვნენ მრავლნი მორწმუნენი, მათ შორის მეფეც და სარმეანე კათალიკოსიც "ყოველთა თანა ეპისკოპოსთა თვისთა", რათა სადღესასწაულო წირვა აღესრულებინათ. მონასტერში სტუმრად იმყოფებოდნენ ეგვიპტელები აღმსარებლობით იაკობიტები, რომლებმაც ძღვენი მიართვეს კათალიკოს სარმეანეს და ითხოვეს მისგან ლოცვა-კურთხევა ზიარებაზე, რაზედაც კათალიკოსმა თანხმობა მისცა და აზიარა კიდეც. იმ ღამით კათალიკოს სარმეანეს სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ღმრთისმშობელი და შიო მღვიმელი, რომელთაგანაც შეიტყო, რომ სულიწმინდის მადლმა დატოვა კათალიკოსი, იმის გამო, რომ არ გამოიკითხა აღმსარებლობა ისე აზიარა მწვალებლები, ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მხოლოდ 40 დღიანი მარხვის და სინანულის შემდეგ კვლავ გამოეცხადნენ მას ღმრთისმშობელი და შიო მღვიმელი და აუწყეს, რომ უფალმა შეისმინა მისი სინანული და კვლავ მადლმოსილებით შეეძლო გაეგრძელებინა კათალიკოსობა.
      ამ სასწაულის შემდგომ წმ. კათალიკოსმა სარმეანემ მადლობის ნიშნად დააწესა "კანდელი ერთი და სანთელი ერთი დაუშრეტელად კათოლიკე (საყოველთაოს ნიშნავს და არა კათოლიკურს ბ.ბ.) ეკკლესიით ენთედებოდის საფლავსა ზედა წმიდისა შიოსსა"
      კათალიკოსი სარმეანე დაუღალავად იცავდა მართმადიდებლობას, მონოფიზიტ სომხებისაგან. მიიცვალა შიომღვიმის მონასტერში. ხსენების დღე 21 აგვისტო. (3 სექტემბერი). სიაში დაბრუნება
  •   გაბრიელ II-ის დროს, 843-859 წლებში ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსის მეცადინეობით მირონის კურთხევა განეწესა საქართველოში.
      აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თითქოს მირონი საქართველოში სომხეთიდან, კერძოდ კი ეჩმიაძინიდან ჩამოქონდათ, სიმართლისაგან ისევე შორსაა, როგორც ყუველი ჩვენგანისაგან ჰორიზონტი. ეს დაახლოებით ისეთივე სიმართლეა, როგორიც "შოთა რუსთაველის სომხობა" და რომ, "ქართული ანბანი სომხების შექმნილია", მაშინ როდესაც ქართული ანბანის წარმომავლობა ქრონოლოგიურადაც წინ უსწრებს სომხურს.
      P.S ფაქტი არ აღმინიშნავს სომხების გასაღიზიანებლად. მისი აღნიშვნის მიზეზი გახლდათ ის, რომ მსგავსი ჭორები, სამწუხაროდ დღესაც ცოცხლობენ. სიაში დაბრუნება
  •   წმ. არსენი დიდი საფარელი ბავშობაში გრიგოლ ხანცთელმა ბერად აღკვეცა და ჯერ კიდევ ახალგაზრდამ კათალიკოსობა მიიღო. ეწეოდა საეკლესიო სალიტერატურო მოღვაწეობას. მეტად აღსანიშნავია მისი ნაშრომი "განყოფისათვის ქართველთა და სომეხთაჲსა". ხსენების დღე 25 სექტემბერი (8 ოქტომბერი). სიაში დაბრუნება
  •   წმ. ოქროპირ იოანე კათალიკოსი ცხოვრობდა ბაგრატ III-ის დროს. ეწეოდა სალიტერატურო მოღვაწეობას. გაამშვენა სვეტი ცხოვლის საკათედრო ტაძარი. ხსენების დღე 3 (16) მარტი. სიაში დაბრუნება
  •   წმ. მელქისედეკ I. მის დროს განახლდა, უფრო სწორედ ხელახლა აშენდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ხსენების დღე 1 (14) ოქტომბერი სვეტიცხოვლობის დღეს. სიაში დაბრუნება
  •   იოანე IV საფარელის დროს, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ბრძანებით, შედგა ცნობილი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. კრებას თავჯდომარეობდა თვით იოანე საფარელი. სიაში დაბრუნება
  •   ნიკოლოზ III. არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესია მისი პატრიარქობის ხანაში აღმოცენდა. სიაში დაბრუნება
  •   წმ. ნიკოლოზ V კათალიკოსი. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, საქართველოს ეკლესიის სახელით ურთიერთობა დაამყარა. ხსენების დღე 18 თებერვალი. სიაში დაბრუნება
  •   წმ. ევდემოზ I კათალიკოსი. წმინდა მოწამე. როსტომ მეფემ (იგივე როსტომ-ხანი) კლდიდან გადააგდებინა მუსულმანობაში მხილებისათვის. სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო ავლაბრის, ე. წ. მტირალა კლდეებიდან. ხსენების დღე 4 (17) ოქტომბერი. სიაში დაბრუნება
  •   წმ. იოსებ საკვირველთმოქმედი. ხსენების დღე 17 (30) ოქტომბერი. სიაში დაბრუნება
  •   ანტონი II. ერეკლე II-ის ძე. 1811 წელს გაწვეულ იქნა რუსეთში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. იმავე წელს საქართველოს ავტოკეფალია გაუქმებულად გამოცხადდა რუსეთის მიერ და ავტომატურად გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქობაც, ვიდრე 1917 წლამდე. აქვე დავამატებ, რომ რუსეთში პატრიარქობა, საქართველოზე ადრე გააუქმა რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა და მას შემდგომ რუსეთის ეკლესიას განაგებდა ობერპროკურორი. ობერპროკურორის თანამდებობა საეკლესიო სფეროში შემოღებულ იქნა პეტრე I-ის მიერვე.
      ანტონი II გარდაიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდში 1827 წლის 21 დეკემბერს. სიაში დაბრუნება
  •   კირიონ III. მოხსენიება, როგორც წმ. მღვდელმოწამე კირიონ II, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფ. ნიქოზში სასულიერო პირის ოჯახში. მის წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით დიდოელთა, ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელებაში.
      1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულერო სემინარია. 1880 წელს - ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით - დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.
      1883 წლიდან 1896 წლამდე საქართველოს სხადასხვა ქალაქებში (გორი, თელავი, ქუთაისი, თბილისი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად და კავკასიასი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად, სადაც დაარსა 19 სამრევლო სკოლა.
      1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. 1901 წლიდან იგი გორის ეპისკოპოსია.
      კირიონ II დაუღალავად იღწვოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რისთვისაც რუსეთის მთავრობა სხვადასხვა ეპარქიებში ასახლებდა (1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს სოხუმში ). 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის ხარისხი და დაპატიმრებულ იქნა ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ორგანიზატორობის ბრალდებით. 1910 წელს იგი გაამართლეს.
      1917 წლის 12 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე საქართველოს ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. ქართველ მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნებში.
      1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები, რომელშიც ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი.
      1918 წლის 27 ივნისს, მარტყოფის მონასტერში, თავის საწოლ ოთახში, რევოლვერიდან გასროლით, მოკლეს კირიონ II. მცირეოდენი ხნის შემდეგ, მოკლეს მისი დამცველი, მირიან ბერი და კირიონ II-ის უერთგულესი პიროვნება, ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. გამოძიება არ ჩატარებულა. გამოძიება, საზოგადოებრივ საწყისებზე უწარმოებია ცნობილ მწერალს, იოსებ იმედაშვილს. გავრცელდა ვერსია, თითქოს კირიონ II-მ თავი მოიკლა, მაგრამ ეს ვერსია იმთავითვე დასამარდა, რადგან, იარაღი, რომლისაგანაც მოხდა მკვლელობა, ჩაკეტილ მდგომარეობაში იყო ნაპოვნი მიცვალებულის გვერდით.
      კირიონ II დაკრძალეს 7 ივლისს, სიონის საკათედრო ტაძარში. ხსენების დღე 27 ივნისი (10 ივლისი). სიაში დაბრუნება
  •   ღირსი ამბროსი აღმსარებელი ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში.
      1885 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
      1887 წელს სოჭში ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1892 წლიდან სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია. იმავე წელს დაინიშნა სოხუმის, ახალი ათონის, ლიხნის საეკლესიო სამრევლო სკოლების ზედამხედველად და ქართულის მასწავლებლად.
      1896 წელს ღირსი ამბროსი აღმსარებელი დაქვრივდა. 1897 წელს ჩააბარა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, სადაც აღიკვეცა ბერად ამბროსის სახელით. 1901 წელს დაამთავრა აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.
      1902 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად.
      1904 წელს დაინიშნა თბილისის ფერიცვალების მონასტრის წინამძღვრად და სინოდური კანტორის წევრად. ღირსი ამბროსი აღმსარებელი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაუღალავად იღწვოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.
      1908 წელს ბრალი დასდეს ეგზარქოსი ნიკონის მკვლელობაში, რისთვისაც გადასახლებულ იქნა რუსეთში, კერძოდ რიაზანის ეპარქიის წმ. სამების მონასტერში. 1910 წელს გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს და დანიშნეს ნოვგოროდის ეპარქიის სტარორუსის მონასტრის წინამძღვრად.
      1917 წელს ღირსი ამბროსი აღმსარებელი დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 15 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ჭყონდიდის ეპისკოპოსად, მოგვიანებით კი მიტროპოლიტად.
      1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათის საეკლესიო კრებაზე, მეუფე ამბროსი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად.
      1922 წლის 7 თებერვალს, მისმა უწმინდესობამ, ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, საქართველოში ბოლშევიკების მხრიდან ტაძრების დარბევისა და მართლმადიდებლობის დევნის გამო, რისთვისაც იმავე წლის 12 ივნისს დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად. 1924 წლის 10 მარტს, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში შედგა სასამართლო. ბრალდებულებს წაუყენეს 4 ბრალდება:
  1. მემორანდუმის გაგზავნა გენუის კონფერენციისადმი.
  2. საეკლესიო განძეულობის გადამალვა, რომელიც ბოლშევიკურ მთავრობას დამშეულთა დასახმარებლად უნდა გამოეყენებინა.
  3. საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება.
  4. სამხედრო ტაძრის კომკავშირისადმი გადაცემისა და სატრაპეზოს დაშლის პროცედურაში, საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.
  ღირს ამბროსი აღმსარებელს, წაუყენეს დამატებითი ბრალდება: "უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაჭერა, მის დასაყოლიებლად რესპუბლიკის საქმეებში შეიარაღებული ძალით ჩარევისათვის". არცერთმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო. ღირსმა ამბროსი აღმსარებელმა, საბოლოო სიტყვა დაასრულა შემდეგი სიტყვებით: სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის მომინდვია. ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა (ლკ.23.28). 19 მარტს საღამოს 8 საათზე გამოიტანეს განაჩენი: "კათალიკოს ამბროსის, იგივე ბესარიონ ხელაიას მიასაჯა პატიმრობა: 7 წლით, 9 თვით და 23 დღით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით". 1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაანთავისუფლეს და ქაშუეთში წირვის ჩატარების უფლება მისცეს, თუმცაღა ღონეგამოხდილ მწყემსმთავარს, შუაწირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა.
  ღირსი ამბროსი აღმსარებელი, გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს და დაკრძალულ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში.
  1995 წელს საქართველოს ეკლესიის გაერთიანებულ კრებაზე განიხილეს ამბროსი ხელაიას ცხოვრება და ერისა და ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის წმინდანად შერაცხეს ამბროსი აღმსარებლის სახელით. ხსენების დღედ გამოცხადდა 16 (29) მარტი. სიაში დაბრუნება
  •   ეფრემ II-ის პატრირქობის პერიოდში საქართველოს ეკლესია 1962 წელს, კომუნისტური მთავრობის ზეწოლით და ზოგიერთი სასულიერო პირის მეცადინეობით, გაწევრიანდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში. ეს სამარცხვინო ლაქა, საქართველოს ეკლესიამ ჩამოიცილა 1997 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში. საბჭოდან გამოსვლის საფუძველი გახლდათ ის, რომ ბეთანიის, შიომღვიმის, გარეჯის და ქვაბთახევის მონასტრებმა და სხვა სასულიერო თუ საერო პირებმა მოითხოვეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისაგან მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოსვლა. მას შემდეგ, რაც მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, ზემოხსენებულმა მონასტრებმა წამოაყენეს ახალი მოთხოვნა, საქართველოს ეკლესიას შეეწყვიტა ევქარისტიული ურთიერთობა ყველა იმ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, რომლებიც გაწევრიანებულნი იყვნენ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის შეწყვეტით იმუქრებოდნენ. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, არ დააკმაყოფილა მათი მეორე მოთხოვნა და ზემოხსენებული მონასტრის მღვდელმსახურნი დააყენა მღვდემოქმედებისაგან, ხოლო ბერები, მორჩილები და ერისკაცნი ზიარებისაგან.
      ბეთანიის, შიომღვიმის, გარეჯის, ქვაბთახევის მონასტრების მკვიდრნი და ის სასულიერო და სერო პირები, რომლებიც მოითხოვდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისაგან მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოსვლას, მათზე სასჯელის დადების შემდგომ - ყველასათვის გასაკვირად - გადავიდნენ სქიზმატური ეკლესიის, ე. წ. "ბოსტონის ეკლესიის" იურისდიქციაში. მადლობა უფალს, უმეტესი მათგანი, დაუბრუნდა დედა ეკლესიას და კვლავ მართლმადიდებლობის წიაღში მოღვაწეობენ. სიაში დაბრუნება

  გამოყენებული ლიტერატურა:
  1. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1959, 1979, 2004 წწ.
  2. "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები"
    გამომცემლობა "ნეკერი" 2000 წ.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 1977წ.
  4. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია.
    (სილუეტი) თბილისი 1994 წ.
  5. საქართველოს სამოთხე. გობრონ (მიხაილ) საბინინი.
    პეტერბურღი 1882 წელი.

ტექსტისა და სიის სიზუსტეზე პრეტენზიას არ ვაცხადებ. მადლობელი ვიქნები ყველას მიმართ, ვინც დამეხმარება ინფორმაციის დაზუსტებაში სარწმუნო წყაროების მითითებით.
ინფორმაცია შეგიძლიათ მომაწოდოთ აქედან.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო