იულიუსის კალენდრით:
11 აპრ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
24 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


საგალობელი ღირსარსი

  საგალობელი ღირს არსი სხვადასხვა გამოცემაში სხვადასხვაგვარადაა დაბეჭდილი. კერძოდ ბოლო სტრიქონში, ზოგან წერია: მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ, ზოგან გადიდებდეთ, ზოგან კი მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ რომელია სწორი და მართებული, ამას არ განვიხილავ, თუმც მიმაჩნია რომ მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ უფრო სწორია, რადგან ბერძნულ tin ontos Theotokon, Se megalinomen. და სლავურ сущую Богородицу, Тя величаем. ენებშიც ეგრეა წარმოჩენილი მცირე განსხვავებით. აგრეთვე ვადიდებდეთ მომავლის დროა, ხოლო გადიდებთ კი აწმყო.
  წერილის გამოქვეყნება გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ რომ საღმრთისმსახურო წიგნებში ერთიდაიგივე ლოცვა, საგალობელი თუ სხვა სხვადასხვაგვარადაა დაბეჭდილი, რაც ნამდვილად არასწორია! როცა ტარდება მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება, ყველა ტაძარში ერთნაირად უნდა იკითხებოდეს ლოცვები და საგალობლები! სხვა საქმეა, როდესაც მორწმუნე პირად ლოცვას აღავლენს, მას საკუთარი სიტყვებითაც შეუძლია მიმართოს უფალს, ღმრთისმშობელსა თუ ნებისმიერ წმინდანს. როდესაც ლოცვა საზოგადოა, მორწმუნემ წინასწარ იცის ლოცვის სიტყვები და მკითხველის (მედავითნის) მიერ წაკითხულს ყვება მდუმარედ, (გულში თქმით). წარმოიდგინეთ, როდესაც აყვები მკითხველს და უეცრად გესმის სხვა სიტყვა, ვიდრე შენ იმეორებ გულში.
  ლოცვებსა და საგალობლებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, როდესაც მრწამსი, რომელიც არის სარწმუნოების სიმბოლო, იქაც კი აღმოვაჩინე სხვაობა სხვადასხვა გამოცემებში. მრწამსის თემაზე აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით ამ ყოველივეს უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება და საპატრიარქოს მიერ შექმნილმა კომისიამ ჩაასწოროს ან მიუთითოს თუ რომელი რედაქციაა მიღებული და აღიარებული ეკლესიის მიერ.

გამოქვეყნების თარიღი 16/08/22.
წერილის არჩევა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო