იულიუსის კალენდრით:
14 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
27 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებს!


ახალმოწამე რაშა (მუკლაშა).

  2021 წლის 5 აგვისტოს, 27 წლის ზარზირას მკვიდრმა მუად ჰიბმა, საკუთარი დედა რაშა (მუკლაშა) სავარაუდოდ თოკით დაახრჩო. იმ მიზეზით, რომ რაშა ისლამიდან მართლმადიდებლობაში მოექცა! მუად ჰიბმა მდინარე იორდანესთან გადამალა მოკლული დედის გვამი.
  ბრალდების თანახმად, 46 წლის რაშა მუკლაშამ დატოვა ქმარი და გაწყვიტა ურთიერთობა თავის ხუთ შვილთან, მათ შორის ეჭვმიტანილ მუად ჰიბთან 2006 წელს. შემდეგ ის გადავიდა ქალაქ ზარზირიდან ნოფ ჰაგალილში და ქრისტიანობა მიიღო.
  რაშამ ყოფილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ განაახლა ურთიერთობა საკუთარ 5 შვილთან. პროკურორი ამბობს, რომ მკვლელობა გამოწვეული იყო მისი შვილებთან მოპყრობით, რამაც აღაშფოთა მუად ჰიბი.
  ბრალდების თანახმად, მკვლელობა განზრახ იყო, რადგან ჰიბმა 5 აგვისტოს მოაწყო შეხვედრა დედასთან ნაზარეთის მახლობლად, მისი მოკვლის და მისი ნეშტის გადამალვის მიზნით.
  მას შემდეგ, რაც რაშა (მუკლაშა) მანქანაში აიყვანა, მუადმა "დაახრჩო თოკით ან ხელით, მარტო ან სხვებთან ერთად", - ნათქვამია სასამართლოს დოკუმენტებში.
  საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ როდესაც ეძებდა ადგილს, რომ დაემალა ცხედარი, ჰიბმა შენიშნა წინ პოლიციის გამშვები პუნქტი და შეეჯახა მას, მაგრამ ადგილიდან მიიმალა. შემდეგ წავიდა მდინარე იორდანესთან.
  ბრალდების თანახმად, იქ მან გათხრა მიწა და გადამალა მოკლულის გვამი. მან ეს ადგილი დაფარა ქვებითა და მშრალი ფოთლებით, "გვამის დამალვის მიზნითა და მოძებნის გასართულებლად".
  ეჭვმიტანილის ორი ძმა, 23 და 20 წლის, ცალკე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია წაუყენებენ თუ არა მათ ბრალს.
  გვამი აღმოაჩინეს დაახლოებით 26 საათის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელში, მდინარე იორდანეს მონაკვეთის მახლობლად მდებარე გამშვები პუნქტიდან.
  ვიდრე მოკლავდნენ რაშას არჩევანი შესთავაზეს: ქრისტეს უარყოფა ან სიკვდილი! რაშამ ქრისტე აირჩია და საკუთარი შვილის, ან სავარაუდოდ შვილების ხელით შეიმოსა მოწამეობრივი გვირგვინი!
  ტროპარი საზოგადო: მოწამემან შენმან უფალო რაშა ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
  კონდაკი საზოგადო: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო რაშა, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
  სხვა ტროპარი საზოგადო: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნი სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყვარე, გევედრებით.



გამოქვეყნების თარიღი 30/09/21.
წერილის არჩევა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო