იულიუსის კალენდრით: 27 სექ. 2024 წ. |
✠ ხუთშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ოქტ. 2024 წ. |
http-დან https-ზე გადასვლისას
http-დან https-ზე გადასვლისას, ანუ SSL სერთიფიქატის შეძენისას, გინდათ თუ არა პარალელურად იძენთ ახალ დომენურ სახელს https პროტოკოლით. როგორც ყველა მოვლენას ამასაც გააჩნია თავისი პლიუსებიც და მინუსებიც:
უმთავრესი პლიუსი: საძიებო სისტემა გუგლი უპირატესობას ანიჭებს https-ს თუმცა მაინც სხვადასხვა დომენებად აღიქვამს გუგლის ბოტები და არა მარტო გუგლის. ამ საკითხის გადაჭრა google search console-შია შეასძლებელი, ოღონდ მოგიწევთ ლოდინი, ვიდრე გუგლი "კარგ ხასიათზე" არ დადგება :) ანუ როგორც გუგლი ბრძანებს, ეს დროებითი მოვლენაა და როგორც კი ბოტები მიხვდებიან რომ ერთიდაიგევე დომენია, პროტოკოლით http იგნორირებული იქნებაო. თუმც იგივე სიტუაციაა WWW-სთან მიმართებაში.
აგრეთვე შესაძლებელია დომენური სახელის გდამისამართებით, htaccess ფაილის მეშვეობით, თუ თქვენი საიტი განთავსებულია სერვერზე htaccess მხარდაჭერით. ანუ ძებნა გამოიძახებს http-ს, გადამისამართდება https-ზე, ამასობაში გუგლი დეიდაც "მოვა ხასიათზე".
რაც შეეხება სოცქსელებს აქ საქმე უფრო რთულადაა, რადგან ლაიქების ათვლა იწყება თავიდან. შეიძლება აქაც ვიხელმძღვანელოთ უმარტივესი მეტატეგით link rel="canonical" href="http ასეთ შემთხვევაში ბოტებს ვეუბნებით რომ canonical მითითებული მისამართი არის კანონიკური უმთავრესი, დანარჩენი კი არის მისი სარკე საიტები. პირადად მე ეს მაინცადამაინც არ მომწონს, რადგან ასეთ შემთხვევაში ლაიქები გადამისამართდება მისამართზე: http://საიტი.ge/ მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და ამიტომ გადავწყვიტე შემდეგი: რადგან ლაიქებს მაინც თავიდან იღებს ვებრესურსი, დავაყენებ link rel="canonical" href="http: და დავაკვირდები თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამავდროულად link rel="canonical" href="http:// გამოდგება საძიებო სისტემებისთვისაც.
გადაჭრილი პასუხი ამ თემაზე არ არსებობს! ერთი კი ფაქტია: უახლოეს მომავალში პროტოკოლი http ძალზედ მოძველებული და ხმარებიდან ამოსული იქნება, დაახლოებით, დეპეშა და sms შეტყობინება რომ შევადაროთ.
ჩასწორებას ვაკეთებ, რომ შეცდომაში არავინ შევიყვანო! მეტატეგში rel="canonical" http-ს მითითება არასწორია! რადგან http-დან გადადიხარ https-ზე. კანონიკალში უნდა იყოს მითითებული უპირატესი URL
გამოქვეყნების თარიღი 23/09/21.
წერილის არჩევა

ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად