იულიუსის კალენდრით:
18 სექ. 2023 წ.

კვირა
გრიგოლის კალენდრით:
01 ოქტ. 2023 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მოწამე ბიძინა, შალვა და ელიზბარის ხსენებას!


შესაწირავი და ქველმოქმედება

ვეცდები მოკლედ დავწერო შემოწირულობასა და შემომწირველების არსებობის, მიუღებლობის თუ მიღებულობის შესახებ. შესაწირავი

დღესდღეობით და ადრეც ეკლესია მატერიალურად დაყრდნობილია შემოწირულობებზე. სწორედ შემოწირულობებით შენდება ტაძრები და მონასტრები, ყალიბდება სასწავლებლები და სამკურნალო დაწესებულებები, მიუსაფართა სახლები და ა. შ.

შემოწირულობები დაწესდა ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან. ქრისტეანები ყიდდნენ თავიანთ ქონებას და წირავდნენ მოციქულებს. ბარნაბამ გაყიდა თავისი სახლი "და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა" (საქმე 4 : 34,37). მას შემდეგ შემოწირულობებმა მიიღო უფრო ფართო სახე და დადებითად აისახა ქრისტეს ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში. თუმც განვითარდა შემოწირულობათა არასწორი ფორმებიც, სასულიერო პირთაგან საფასეს დაწესება და მოთხოვნა ამათუიმ სამღვდლო მოქმედებებისათვის, რაც კატეგორიულად არასწორია. კათოლიციზმში ჩამოყალიბდა ასევე არასწორი და მიუღებელი ფორმა ინდულიგენცია.

ასევე განვითარდა შემწირველების არასწორი დამოკიდებულება შეწურულობისადმი. ვიცით თუ რა დაემართა ანანიასა და საპფირას. მათაც გაყიდეს საცხოვრებელი, როგორც ბარნაბამ, მაგრამ ფულის ნაწილი გადამალეს. მათ შეეძლოთ არც გაეყიდათ, და არც შეეწირათ, არავის დაუძალებია, მაგრამ თავის გამოჩენისა და (არამარტო) მიზნით გააკეთეს ვითომ შესაწირავი, ანუ იცრუეს არა კაცთა წინაშე, არამედ ღმრთის წინაშე "პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა? ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა." (საქმე 5 : 3,4) რის გამოც მიიღეს მომაკვდინებელი სასჯელი.

ბარნაბასა და ანანიას ქმედებისგან მარტივი გამოსატანია დასკვნა, რომ შესაწირავი უნდა კეთდებოდეს გულით, საკუთარი სურვილით და უნდა კეთდებოდეს ისე, თითქოს ღმერთს უკეთებ. მართალია ღმერთი ჩვენგან არაფერს საჭიროებს, მაგრამ აქ საუბარია ადამინაის შინაგან მდგომარეობაზე, თუ როგორი დამოკიდებულებით უნდა აკეთებდეს შეწირულობას.

ზემოთქმულთაგან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულად მოიხსენიებს შემომწირველებს. რადგან შემომწირველების წყალობით, როგორც ვთქვი არამარტო ტაძრები და მონასტრები შენდება, არამედ სამკურნალო და მიუსაფართა სახლები და აგრეთვე კეთდება დახმარებები მათზე ვინც მატერიალურ სიდუხჭირეშია. შემომწირველები ჟამისწირვისასაც გამორჩეულად მოიხსენებიან კვერექსებსა და ლოცვებში, რაც მათ მიერ ჩადენილ ქმედებას გამოყოფს, რადგან მარტივი არაა შეწირულობის კეთება, რისი არაერთი მაგალითი არსებობს როგორც წარსულიდან, ასევე დღევანდელობაშიც. სერიოზული ბრძოლები ეწყება ადამინას ვიდრე ეკლესიას შეწირავს, რომ ქველმოქმედება ეკლესიისადმი არ ჩაიდინოს. ხოლო და თუ შეწირა მაინც არ ჩერდება ბრძოლა და სხვა მხრიდან იწყებს ამპარტავნების და ქედმაღლობის ბოროტი ქველმოქმედის ცდუნებას.

საეკლესიო შესაწირავი რომ დიდი ღვაწლის ტოლფასი არ იყოს საღმრთო ლიტურგიაზე, ჟამისწირვისას, არ გამოიყოფოდა ნაყოფისშემომწირველთათვის ვედრება. ჟამისწირვაზე მაღლა ხომ არაფერი დგას?! აქაც უნდა ვიცოდეთ: მიუხედავად იმისა, რომ მოიხსენიება ყველას სახელი, ღმერთი შემწირველად ჩათვლის მათ, ვინც წრფელი გულით შეწირა შესაწირავი ქრისტეს ეკლესიას.

რჩევისდაგვარად: იმისათვის რომ წრფელი გულით გააკეთო შესაწირავი, როგორც სხვა ღვაწლის შეძენას ჭირდება დრო და განმეორება, ასევე წრფელი შეწირულობის კეთებასაც ჭირდება ხშირი გამეორება ყოველ ჯერზე სახარების სიტყვებით: "ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა..." (მათე 6 : 1,2,3). წარმოიდგინეთ რამოდენა ღვაწლია?! ეკლესია გიხსენიებდეს ლოცვებში, გამოგარჩევდეს სხვათაგან, შენ კი ამით არ გაამაყდე არ ეცადო სხვებისაგან გამორჩევას. ეს ერთი შეხედვით ურთულესი ღვაწლი ძალზედ მარტივდება, როცა ყოველი ქველმოქმედებისას სახარებისეულ სიტყვებს გაიმეორებ "ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი".

უფალმა დალოცოს და ამრავლოს ქველმოქმედნი და ნაყოფისშემწირველნი ეკლესიისა! ამინ!



გამოქვეყნების თარიღი 15/08/23.
წერილის არჩევა




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო