იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!


სიმბოლოები მართლმადიდებლობაში - ძველი აღთქმიდან

  ზოგიერთში გაკვირვებას იწვევს, როცა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მენორასა და დავითის 6 ქიმიან ვარსკვლავებს ხედავენ, რომლებიც ებრაულ სიმბოლოდ ითვლება.
  როგორც ვიცით, მართლმადიდებლობა არის ძველი აღთქმის სამართალ-სარწმუნოებრივი გაგრძელება. თავად მაცხოვარმა ჩვენმა, იესუ ქრისტემ ძველი აღთქმის რჯული უცვლელად შეასრულა. ძველი აღთქმის სიმბოლოებიც გადმოსულია ქრისტიანულ ეკლესიაში და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ახალი აღთქმა გახდა ძველი აღთქმის გაგრძელება. ასეთი სიმბოლოთაგან, ყველაზე გავრცელებული არის: შვიდკანდელი, შვიდტოტა - ებრ.(მენორა). ასევე დავითის ვარსკვლავი.
ჰექსაგრამა მენორა   რა არის მენორა?
  (ებრ. מְנוֹרָה‎ - მენორა, "ლამპარი, მნათობი") - ოქროს შვიდი ლამპარი, შვიდი სასანთლე. (ქრისტიანობაში - შვიდკანდელი, შვიდტოტა).
  თავდაპირველად მართლმადიდებლურ ეკლესიებში ტრაპეზის უკან ორი სანთელი ენთო, რაც ქრისტეს ორი ბუნების სიმბოლოს განასახიერებდა. თანდათანობით, საკურთხევლის ფორმირებისას გადწყდა შვიდტოტის (მენორის) დადება. ამ გადაწყვეტილების საბაბი იყო, აპოკალიფსური ხილვები წმ. იოანე მახარებლისა:
  "ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი; და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ,... მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი... საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან." (გამოცხ. 1:12-20).
  "შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი." (გამოცხ. 4:5).

  როგორც ხედავთ ციფრი შვიდი დაკავშირებულია რელიგიურ ნიშნებზე. ზოგადად, ციფრი 7 ხშირად ფიგურირებს და იგი სარწმუნოებაში მისტიური დანიშნულებისაა.
  შვიდტოტა გაგებულია, როგორც ღმრთაებრივი სიმბოლო - სული ღმრთისა. მოგვიანებით, შვიდტოტას მიენიჭა შვიდი საეკლესიო საიდუმლოს სიმბოლური დატვირთვა.
  დავითის ვარსკვლავი (ებრ. מָגֵן דָּוִד‎‎ - მაგენ დოვიდ, „დავითის ფარი“; იდიში გამოითქმის mogendovid) არის უძველესი სიმბოლო, ემბლემა ექვსქიმიანი ვარსკვლავის სახით (ჰექსაგრამა). ჰექსაგრამა (ბერძ. hex - ექვსი; გრამა - ხაზი, ხაზი)
  „გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან“ (რიცხვთა 24:17). მაცხოვარი საკუთარ თავს დილის ვარსკვლავს უწოდებს. „მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ. (გამოცხ. 2:28). ixtys
  სიმბოლოები რელიგიაში მუდამ იცვლებოდა. ან ჩნდებოდა ახალი, ან ძველი გადადიოდა ისტორიაში. მაგალითად, ადრეული ქრისტიანული თემები, როდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ოფიციალურად აკრძალული იყო, ერთმანეთს თევზის გამოსახულებით ცნობდნენ. ახლა ეს სიმბოლო გაქრა და ისტორიაში დარჩა.

გამოქვეყნების თარიღი 04/09/22.
წერილის არჩევა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო