იულიუსის კალენდრით:
10 სექ. 2021 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 სექ. 2021 წ.
მინი ვერსია


Granite works countertops atlanta discount granite countertops atlanta ga. . Shsat questions online esl conversation questions online. . Car scrap near me cash for junk cars 100 free scrap car.

საეკლესიო კალენდარი თქვენს საიტზე

  1. რატომ გთავაზობთ კალენდრის განთავსებას
  2. როგორ განვათავსოთ კალენდარი
  3. როგორ საიტებს შეუძლიათ განათავსონ კალენდარი
  4. როგორ საიტებს არ შეუძლიათ განათავსონ კალენდარი

რატომ გთავაზობთ კალენდრის განთავსებას

  კალენდარი დამზადდა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთათვის, ეკლესიის მრევლისთვის. ამიტომ გადავწყვიტე საშუალება მიმეცა ყველა მართლმადიდებელისთვის, ვისაც გააჩნია საიტი, ჰქონებოდა თავის ვებ-გვერდზე საეკლესიო კალენდრის შემოკლებული ვერსია. სკრიპტის განთავსების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ვინც განათავსებს მას, არ მოუწევს მოძრავი დღესასწაულების გამო კალენდარში ცვლილებების შეტანა, რადგანაც საკმარისია შეიცვალოს საიტზე tveni.ge რომ იგი ავტომატურად შეიცვლება თქვენს ვებ-გვერდზეც. რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი წვალება და დროის ხარჯვა არ დაგჭირდებათ.

ზემოთ ↑

როგორ განვათავსოთ კალენდარი

  ამისათვის საკმარისია ჩასვათ HTML კოდი იმ ადგილას სადაც გსურთ რომ გამოჩნდეს კალენდარი. სკრიპტი კორექტულად მუშაობს ნებისმიერი საიტისთვის (ისეთ ჰოსტინგზეც, რომელსაც არ გააჩნია php-ის მხარდაჭერა).

    გთავაზობთ ოთხ ვარიანტს:
  1. <script language="JavaScript" type="text/javascript" src="https://tveni.ge/dge/dge.php"></script>
    ამ შემთხვევაში თქვენს საიტზე გამოჩნდება მიმდინარე დღის ხსენება. იხილე მაგალითი
  2. <script language="JavaScript" type="text/javascript" src="https://tveni.ge/dge/dges.php"></script>
    ამ შემთხვევაში თქვენს საიტზე გამოჩნდება მიმდინარე დღესასწაული და 5 უახლოესი დღესასწაული იხილე მაგალითი
  3. <script language="JavaScript" type="text/javascript" src="https://tveni.ge/dge/erti.js.php"></script>
    ამ შემთხვევაში თქვენს საიტზე გამოჩნდება მიმდინარე დღესასწაული და 1 უახლოესი დღესასწაული. იხილე მაგალითი

  კარგი იქნება შემდეგნაირი განლაგება: მაგალითად პირველ გვერდზე განათავსებთ 1 ან 2 ვარიანტს, ხოლო სათვეო კალენდარს (3 ვარიანტი) განათავსებთ რომელიმე სხვა გვერდზე და ბმულით დააკავშირებთ მთავარ გვერდთან.

  ყურადღება: გვერდს, რომელზედაც განათავსებთ კალენდარს, კოდირება აუცილებლად უნდა ჰქონდეს utf-8. თუ არ იცით როგორ შეცვალოთ კოდირება, ნახეთ თქვენი ვებ-გვერდის HTML კოდში შემდეგი მეტატეგი <meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=iso-8859-1"> შესაძლოა იყოს <meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=windows-1251"> ან კიდევ სხვა. ერთი სიტყვით charset=iso-8859-1 შეცვალეთ charset=utf-8 და პრობლემა მოგვარებულია.

ზემოთ ↑

როგორ საიტებს შეუძლიათ განათავსონ კალენდარი

  1. ყველა საიტს, რომელიც განეკუთვნება მართლმადიდებელი ეკლესიის საიტების ჯგუფს.
  2. ყველა საერო თემატიკის მქონე საიტს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის მართლმადიდებლობასთან ან მის სწავლებასთან. იქნება ეს პირადი თუ საზოგადო ვებ-გვერდი
ზემოთ ↑

როგორ საიტებს არ შეუძლიათ განათავსონ კალენდარი

ვინაიდან საეკლესიო კალენდარის ელექტრონული ვერსია შექმნილია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდრის საფუძველზე და იგი განკუთვნილია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევილისათვის და სასულიერო პირთათვის, უფლებას ვიტოვებთ აუკრძალოთ კალენდრის განთავსება შემდეგი ტიპის საიტებს:
  1. არამართლმადიდებელი კონფესიათა, რელიგიური მიმდინარეობათა, განხეთქილებაში მყოფი ეკლესიების, სექტანტური დაჯგუფებათა თუ სხვა მსგავს საიტებს.
  2. რომლებიც თავიანთი შინაარსით შეიწყნარებენ არამართლმადიდებელი კონფესიებისა და რელიგიური მიმდინარეობების სწავლებებს, ავრცელებენ ან ხელსუწყობენ მსგავსი სწავლებათა გავრცელებას.
  3. რომლებიც, თავიანთი შინაარსით ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ნებისმიერი სახით.
  4. შეიცავენ ეროტიულ ან ისეთ მასალას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი მორწმუნე ადამიანის ეთიკასთან და შეურაცხყოფს მის ზნეობრივ მოთხოვნებს.
ზემოთ ↑



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli.ge shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო


© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.