იულიუსის კალენდრით:
10 სექ. 2021 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 სექ. 2021 წ.
მინი ვერსია



  • პროექტი "საეკლესიო კალენდარი"ს მიზანია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდრის ელექტრონული ვერსია მიაწოდოს, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლს და სასულიერო პირებს. იგი კეთდება ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური თუ ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე. პროექტი არ არის აწყობილი არანაირ უფასო თუ ფასიან ძრავზე CMS (Content management system მაგ.: WordPress, DLE, Joomla, ა. შ.).
    პროექტს, ისევე როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, ჭირდება მატერიალური მხარდაჭერა არსებობისათვის. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი ფინანსურად უზრუნველყოთ პროექტი თვენი.ge დაგვიკავშირდით 599 665267 დეტალებზე გასასაუბრებლად. შემოწირულობები შეგიძლიათ გააკეთოთ გადარიცხვთაც.
    უფალი გფარავდეთ!
  • "საეკლესიო კალენდარი"-ის ელექტრონული ვერსია შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა 2004 წელს მესამე ხარისხის დომენური სახელით tveni.geoweb.ge.
    იმავე 2004 წელს შეიქმნა "საეკლესიო კალენდარი"-ის ფაილი ავტონომიური მოხმარებისთვის, რომელიც შემდგომ დაიხვეწა. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2006 წელს პროექტმა შეიძინა ახალი, მეორე ხარისხის დომენური სახელი tveni.ge და განთავსდა 10 მეგაბაიტიან სივრცეზე. ამ დროისათვის პროექტი დაიხვეწა, შეიცვალა ტექნოლოგიები: PHP, HTML, JAVASCRIPT, CSS, jQuery.
  • 2007 წელს გაკეთდა სხვა საიტებზე საეკლესიო კალენდრის განთავსების მხარდაჭერა.
  • 2011 წელს გაკეთდა საეკლესიო კალენდრის WAP ვერსია მობილური ტელეფონებისთვის. მისამართზე: m.tveni.ge მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2012 წელს გაკეთდა მართლმადიდებლური აუდიო ვიდეო პორტალი. გაშვების თარიღი: 2012 წლის 3 დეკემბერი, ტაძრადმიყვანების დღესასწაულის წინა დღე. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2013 წელს დაემატა სიახლეების გამოწერა. სიახლეების გამოწერით მომხმარებელი შეიტყობს თუ რა სიახლე დაემატა თვენი.geს პროექტს, გაკეთდა თუ არა თვენი.geს ბაზაზე რაიმე ახალი პროექტი და ა. შ. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2013 წლის 9 სექტემბერს მომზადდა ვერსია პლანშეტისთვის. მოგეხსენებათ პლანშეტები სულ უფროდაუფრო მეტად მოთხოვნადი ხდება, ამიტომ ჩავთვალეთ გვეფიქრა ამ კუთხით და პლანშეტისთვის ვერსია განვათავსეთ თვენი.ge-ს ქვედომენზე: ადვილად დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო, ქვედომენის სიმბოლო ავირჩიეთ t, ანუ tablet - Tablet PC
  • 2013 წლის 22 სექტემბერს მომზადდა ფაილი ანდროიდის სისტემებისთვის (პლანშეტისთვის).
    რატომ შეიქმნა ფაილი?
    მოგეხსენებათ პლანშეტებს ინტერნეტ კავშირი ძირითადად აქვთ Wi-Fi-ით. რადგან Wi-Fi ყველგან არ იჭერს, პლანშეტი კი ყველგან შეიძლება თან გქონდეს, მაგალითად სოფელში, ტყეში (ბუნებაში) და ა. შ. და რომ, საეკლესიო კალენდარი მუდამ ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამისათვის შევქმენით ჯერჯერობით ანდროიდის აპლიკაცია. დაგეგმილია სმბიანის სისტემისთვისაც გაკეთდეს იგივე აპლიკაცია. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2013 წლის 11 ოქტომბერს დაემატა ლოცვანის ფაილი პლანშეტისთვის და Smartphone მობილურისთვის ანდროიდის სისტემებისთვის. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2013 წლის 20 ოქტომბერს, მომხმარებელთა თხოვნით, გაკეთდა საეკლესიო კალენდრის ფაილი Smartphone მობილურისთვის. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2014 წლის 16 თებერვალს, გაკეთდა საიტი ნეკროლოგი მიცვალებულთა ხსოვნისათვის. მიზეზთა გამო შეჩერებულია!
  • 2021 წლის აგვისტოს, შეიცვალა საიტის დიზაინი. კერძოდ, ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას დიზაინი თავად გადაეწყობა ვიზიტორის გაჯეტზე, რის გამოც, ვერსია მობილურისთვის და პლანშეტისთვის გაუქმდა და გადაეკეთდა საიტის შემცირებულ ვერსიაზე. შემცირებული ვერსიის მისამართია: s.tveni.geზე. შეიცვალა საიტის პროტოკოლი https(HyperText Transfer Protocol Secure)-ით რაც მომხმარებლისთვის უფრო სანდო დაკავშირებას ქმნის.

სამომავლოდ
  • მზადდება წმინდანთა სახელების ნუსხა განმარტებებით.
  • იქმნება გვერდები წმინდანთა ცხოვრებისა და დღესასწაულების შესახებ.

პროექტი საეკლესიო კალენდარი შედგენილია ექვთიმე ცხვიტავას მიერ,
არქიმანდრიტი ფოკა მარკოზიას ლოცვა-კურთხევით.



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli.ge shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო


© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.