იულიუსის კალენდრით:
6 მარ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
19 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
პოვნა ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326)!


betboom.com/ka

საქართველოს ეკლესიის მამათმთავართა სია

ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

1. კონსტანტინოპოლი. პატრიარქი - ბართლომეოს I
სრული ტიტული: მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი.

ეროვნება: ბერძენი
ერისკაცობაში: დიმიტრიოს არხონტონისი (1940).
საპატრიარქო რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი მდებარეობს კონსტანტინეპოლში (სტამბული), თურქეთი, კონტანტინეპოლის ეპარქია.
დაარსდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ.
ავტოკეფალია 330 წლიდან.
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია I ადგილი.
მრევლი: 3 800 000 საბერძნეთში; დიასპორაში 1 500 000
საეკლესიო ენა: ბერძნული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, თურქული
ეპარქიები: კონსტანტინოპოლი; ათონის მთა; კრეტა; დოდეკანესი და ჩრდილოეთ საბერძნეთი

2. ალექსანდრია. პატრიარქი - თეოდორე II
სრული ტიტული: მისი ღვთაებრივი უნეტარესობა, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული.

ეროვნება: ბერძენი
ერისკაცობაში: ნიკოლაოს ხორეფტაკისი (1954)
კათედრა: ალექსანდრია, ეგვიპტე
ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულიამოციქულ მარკოზ მახარებლის მიერ 63 წელს. კონსტანტინოპოლის აღზევებამდე ალექსანდრია იყო მთავარი ქრისტიანული ცენტრი აღმოსავლეთში, მისი ეპისკოპოსები ატარებდნენ (და დღესაც ატარებენ) "პაპის" ტიტულს.
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია II ადგილი.
მრევლი: უკანასკნელ პერიოდში ალექსანდრიის საპატრიარქო ატარებს ინტენსიურ მისიონერულ მოღვაწეობას:
  • უგანდა: 1 500 000
  • კენია: 1 000 000
  • კონგო: 1 000 000
  • კამერუნი: 1 000 000
  • ეგვუპტე: 350 000
  • ტანზანია: 40 000
  • სამხრეთ აფრიკა: 40 000
ამჟამად აფრიკის კონტინენტზე არის 6 500 000 მართლმადიდებელი ქრისტიანია და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება.
საეკლესიო ენა: ძველი ბერძნული, არაბული
ეპარქიები: სრულიად აფრიკა

3. ანტიოქია. პატრიარქი - იოანე X
არ ესწრებოდა 2016 წლის კრეტის კრებას
სრული ტიტული: უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა.

ეროვნება: არაბი
ერისკაცობაში: იუჰანა ალ-იაზიჯი (1955)
კათედრა: დამასკო, სირია
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია პეტრე და პავლემოციქულების მიერ.
ავტოკეფალია 451 წლიდან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 3-ე ადგილი.
მრევლი: 1 000 000
საეკლესიო ენა: ბერძნული, არაბული
ეპარქიები: სირია; ლიბანი; ერაყი; ქუვეითი

4. იერუსალიმი. პატრიარქი - თეოფილოს III
სრული ტიტული: უწმინდესი და უნატარესი თეოფილოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანისა, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა.

ეროვნება: ბერძენი
ერისკაცობაში: ილია იანოპოლუსი (1952)
კათედრა: იერუსალიმი, ისრაელი
ქრისტიანული ეკლესია იერუსალიმში დაფუძნებულა მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის მომენტში და ითვლება ყველაზე დიდ ეკლესიად, რადგან აქედან გავრცელდა ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში.მას სიონის ეკლესიასაც უწოდებენ. მართლმადიდებელი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად ითვლება მოციქული იაკობი.
ავტოკეფალია მოციქულთა პერიოდიდან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 4-ე ადგილი.
მრევლი: 130 000
საეკლესიო ენა: არაბული, ბერძნული, ინგლისური
ეპარქიები: ისრაელი; პალესტინა;იორდანია; საუდის არაბეთი

5. რუსეთი. პატრიარქი - კირილე I
არ ესწრებოდა 2016 წლის კრეტის კრებას
სრული ტიტული: უწმიდესი პატრიარქი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა.

ეროვნება: რუსი
ერისკაცობაში: ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი (1946)
კათედრა: მოსკოვი, რუსეთი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა კირილეს და მეთოდეს ( ბერძენი ძმები, ბერები, ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდი IX საუკუნის დასაწყისი, წარმოშობით თესალონიკიდან, რომელთაც მიუძღვით ღვაწლი სლავური ანბანის შექმნაში, ამ ანბანს სხვანაირად კირილიცასაც უწოდებენ). მიერ.
ავტოკეფალია 1589 წლიდან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უსამართლოდ უკავია საქართველოს ადგილი, 5-ე ადგილი.
მრევლი: რუსეთში - 100 000 000-ზე მეტი.
საერკლესიო ენა: საეკლესიო სლავური (რუსული)
ეპარქიები: რუსეთი; უკრაინა; ბელარუსი; მოლდოვა; ყაზახეთი;ყირგიზეთი; უზბეკეთი; თურქმენეთი; ტაჯიკეთი; აზერბაიჯანი; ლიტვა; ლატვია;ესტონეთი; მონღოლეთი; იაპონია; ჩინეთი.

6. საქართველო. პატრიარქი - ილია II
1997 წელს გამოვიდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან.
არ ესწრებოდა 2016 წლის კრეტის კრებას
სრული ტიტული: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

ეროვნება: ქართველი
ერისკაცობაში: ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი (1933)
კათედრა: მცხეთა-თბილისი, საქართველო.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ.
ავტოკეფალია 486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1917 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1990 წელი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიისგან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 6-ე ადგილი.
მრევლი: 3 500 000
საეკლესიო ენა: ქართული (ნუსხური)ეპარქიები: სრულიად საქართველო

7. სერბეთი. პატრიარქი - ირინეოს II
სრული ტიტული: მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა.

ეროვნება: სერბი
ერისკაცობაში: მიროსლავ გავრილოვიჩი (1930)
კათედრა: ბელგრადი, სერბეთი
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ.
ავტოკეფალია 1219-1463, 1557-1766, 1920–დან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 7-ე ადგილი.
მრევლი: 9 000 000
საეკლესიო ენა: საეკლესიო სლავური (სერბული)
ეპარქიები: სერბეთი; მონტენეგრო; ბოსნია და ჰერცეგოვინა; ხორვატია; უნგრეთი;
მაკედონია

8. რუმინეთი. პატრიარქი - დანიელი
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენიისა და დობრუჟისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა.

ეროვნება: რუმინელი
ერისკაცობაში: დან ილე ჩობოტეა (1951)
კათედრა: ბუქარესტი, რუმინეთი
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა IV საუკუნეში.
ავტოკეფალია 1925 წლიდან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 8-ე ადგილი.
მრევლი: რუმინეთში 18 806 428
მოლდოვაში 720 000

საეკლესიო ენა: რუმინული
ეპარქიები: რუმინეთი, მოლდოვა

9. ბულგარეთი. პატრიარქი - ნეოფიტე
1997 წელს გამოვიდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან.
არ ესწრებოდა 2016 წლის კრეტის კრებას
სრული ტიტული: უნეტარესი მიტროპოლიტი სოფიისა და პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა.

ტახტზე ავიდა: 2013 წლის 24 თებერვალი
ეროვნება: ბულგარელი
ერისკაცობაში: სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი (1945)
კათედრა: სოფია, ბულგარეთი
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა ანდრია პირველწოდებულისმიერ.
ავტოკეფალია 919 წლიდან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 9-ე ადგილი.
მრევლი: 10 000 000
საეკლესიო ენა: საეკლესიო სლავური (ბულგარული)
ეპარქიები: სრულიად ბულგარეთი

10. კვიპროსი. მთავარეპისკოპოსი – ქრიზოსტომოს II
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა.ტახტზე ავიდა: 2006 წლის 5 ნოებერი

ეროვნება: ბერძენი
ერისკაცობაში: იროდოტ დიმიტრიუსი (1941)
კათედრა: ნიქოზია, კვიპროსიკვიპროსის ეპარქია დაარსდა 47 წელს, მოციქულ ბარნაბას მიერ. თავდაპირველად იყო ანტიოქიის ეკლესიის ეპარქია. 431 წლიდან კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოა.ამჟამად კვიპროსის ეკლესია შედგება ერთი საარქიეპისკოპოსოსა და 5 ეპარქიისაგან, აქვს 500 მეტი ეკლესია და 9 მონასტერი.
1974 წელს თურქეთის მიერ ოკუპირებული იქნა კუნძულის 35%. "სადაც მიმდინარეობს ქრისტიანული ტაძრებისა და სიწმინდეების განადგურება". სულ ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს 514 ეკლესია, სამლოცველო და მონასტერი.
ავტოკეფალია 431 წლიდან
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 10-ე ადგილი.
მრევლი: 700 000
საეკლესიო ენა: ბერძნული
ეპარქიები: სრულიად კვიპროსი

11. საბერძნეთი (ელადა). მთავარეპისკოპოსი - იერონიმოს II
სრული ტიტული: ელადის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა.

ტახტზე ავიდა: 2008 წლის 7 თებერვლი
ეროვნება: ბერძენი
ერისკაცობაში: იოანის ლიაპისი (1938)
კათედრა: ათენი, საბერძნეთისაბერძნეთი წარმოადგენდა ადრეული ქრისტიანობის ცენტრს. საპატრიარქოების ჩამოყალიბების შემდეგ ის დაექვემდებარა კონსტანტინპოლის პატრიარქს. მეფე ოტოს პოლიტიკური გადაწყვეტილებით საბერძნეთის ეკლესიამ ავტოკეფალია 1833 წელს გამოაცხადა. აღიარება მან მხოლოდ 1850 წელს მიიღო.
ავტოკეფალია 1833 წლიდან
დაარსდა მოციქულების მიერ.
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 11-ე ადგილი.
მრევლი: 10 000 000
საეკლესიო ენა: ბერძნული
ეპარქიები: სრულიდ საბერძნეთი

12. ალბანეთი. მიტროპოლიტი-მთავარეპისკოპოსი - ანასტასი
სრული ტიტული: მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.

ტახტზე ავიდა: 1992 წლის 24 ივნისი
ეროვნება: ბერძენი
ერისკაცობაში: ანასტასიოს იანოლატოსი (1929)
კათედრა: ტირანა, ალბანეთი
ალბანეთის ეპარქია დაარსდა X საუკუნეში და დაექვემდებარა ბულგარეთის ეკლესიას.ხოლო XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გადავიდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის იურიზდიქციაში.
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 12-ე ადგილი.
ავტოკეფალია 1912 წლიდან
მრევლი: 700 000
საეკლესიო ენა: ალბანური; ბერძნული
ეპარქიები: სრულიად ალბანეთი

13. პოლონეთი. მიტროპოლიტი - საბა
სრული ტიტული: პოლონეთის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა.

ტახტზე ავიდა: 1998 წლის 12 მაისი
ეროვნება: პოლონელი
ერისკაცობაში: მიხალ გრიცუნიაკი
კათედრა: ვარშავა; პოლონეთიპოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა 966 წელს თავად მიეშკოს (პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი თავადი (960-992)) მიერ.
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 13-ე ადგილი.
ავტოკეფალია 1924 წლიდან
მრევლი: 1 000 000
საეკლესიო ენა: პოლონური
ეპარქიები: პოლონეთი; ბრაზილია

14. ჩეხეთი. მიტროპოლიტი - როსტისლავი
სრული ტიტული: ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი პრაღისა, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა.

ტახტზე ავიდა: 2014 წლის 9 თებერვალს
ეროვნება: ჩეხი
ერისკაცობაში: რადიმ პულეცი (1953)
კათედრა: პრაღა, ჩეხეთი
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდაკირეს და მეთოდეს მიერ 863 წელს.
მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიქში უკავია 14-ე ადგილი.
ავტოკეფალია 1951 – 1998 წლიდან
მრევლი: 100 000
საეკლესიო ენა: სლავური (ჩეხური)
ეპარქიები: ჩეხეთი, სლოვაკეთი

15. ამერიკა-კანადა. მიტროპოლიტი - ტიხონი
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა.

ტახტზე ავიდა: 2012 წლის 13 ნოემბრი
ეროვნება: ამერიკელი (ფრანგი)
ერისკაცობაში: მარკ მოლარდი (1966)
კათედრა: კოლუმბიის რაიონი, ვაშინგტონი, ა.შ.შ.ყველაზე ახალგაზრდა ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესია.ეკლესიას 1975 წლის 10 აპრილს ავტოკეფალია მიანიჭა რუსეთის ეკლესიამ, არ სცნობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი.
მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია 15-ე ადგილი.
მრევლი: 1 000 000
საეკლესიო ენა: ინგლისური
ეპარქიები: ა.შ.შ; კანადა

ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები

1. სინაჲს მთის მართლმადიდებელი ეკლესია - მთავარეპისკოპოსი დამიანე
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი სინას მთისა, ფარანისა და რაითისა.
სინაჲს მთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია დედოფალ ელენესა და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ.
სინაჲს ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება იერუსალიმის ეკლესიას. მისი იურისდიქცია ვრცელდება სინაჲს მთაზე, სადაც უფალმა ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველს გადასცა ძველი აღთქმის სჯული.
მრევლი: 1 000 000

2. ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მთავარეპისკოპოსი ლეონი
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი კარელიისა და სრულიად ფინეთისა.
ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია სერგი და გერმანე ვალაამელების მიერ. ამ ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ფინეთის რესპუბლიკაზე.
მართლმადიდებლობა ლუთერანობასთან ერთად გამოცხადებულია ფინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიად.
ფინეთის ავტონომიური ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.
მრევლი: 100 000

3. იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია - მიტროპოლიტი-მთავარეპისკოპოსი დანიელი
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ტოკიოსი და მიტროპოლიტი სრულიად იაპონიისა.
იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მოციქულთასწორი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზ კასატკინის მიერ. მასვე ეკუთვნის წმ. წერილისა და ლიტურგიკული წიგნების თარგმანი იაპონურ ენაზე.
იგი კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.
ავტონომიას არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო.
მრევლი: 50 000

4. ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია - მიტროპოლიტი სტეფანე
სრული ტიტული: ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი.
ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია.
დაარსდა 1917 წელს.
იმყოფება კონსტანრინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიზდიქციაში.
ავტონომიას არ ცნობს რუსეთის საპატრიარქო.

5. ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მიტროპოლიტი საიდი
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი პეკინისა და მიტროპოლიტი სრულიად ჩინეთისა.
ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა 1685 წელს.
გადმოცემის მიხედვითჩინეთში პირველად იქადაგა თომა მოციქულმა.
იმყოფება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიზდიქციაში.
ავტონომიას არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო.

6. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - მიტროპოლიტი ონოფრე
სრული ტიტული: უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.
დაარსებულია მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ) დაარსდა 1990 წელს.
2019 წლამდე აღიარებული იყო ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც ერთადერთ კანონიკურად ლეგიტიმურ მართლმადიდებელ ეკლესიად, მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2022 წლის მაისის წესდების თანახმად - რუსეთის პატრიარქი აღარ არის ნახსენები უკრაინის ეკლესიის წინმძღოლად, მაგრამ წესდებაში არც ავტოკეფალიაზეა საუბარი.
კვლავ იმყოფება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიზდიქციაში.
ავტონომიას არ ცნობს კონსტანრინეპოლის საპატრიარქო.

7. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - მიტროპოლიტი ეპიფანე
სრული ტიტული: მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძ. Ορθόδοξη Εκκλησία της Ουκρανίας) გამოცხადდა 2018 წლის 15 დეკემბერს.
მან ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი მიიღო 2019 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რომელმაც მას შესაბამისი ტომოსი მიანიჭა და დიპტიქში შეიტანა. ამ მოვლენამ გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის. მოსკოვის საპატრიარქომ და მასში შემავალ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტეს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.
იმყოფება კონსტანრინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიზდიქციაში.
ავტოკეფალიას არ ცნობს რუსეთის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადედებელი ეკლესია.




ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო