იულიუსის კალენდრით:
1 ოქტ. 2024 წ.

ორშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
14 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!


ფსალმუნნი

ფსალმუნი რნა 151
ესე ფსალმუნი თჳსაგან აღიწერა დავითის მიერ და გარეშე ასორმეოცდაათთა ფსალმუნთაჲსა, რაჟამს ეწყო გოლიათსა
  1. უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა.
  2. ჴელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი.
  3. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა? თავადმან უფალმან, თავადმან შეისმინა.
  4. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულებისა მისისაჲთა.
  5. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა.
  6. განვედი მე შემთხუევად უცხოთესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თჳსთა;
  7. ხოლო მე ვიჴადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვჴოცე ყუედრებაჲ ძეთაგან ისრაელისათა.
გამოყენებულია, ახალი შესწორებული გამოცემა, მომზადებული ედიშერ ჭელიძის მიერ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. IV, 2006 წ.
ელექტრონული ვერსია მომზადდა და რედაქტირება გაუკეთდა tveni.ge-ს მიერ 2022წლის 14 (27) ოქტომბერს



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო