იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ა 1


ფსალმუნი დ 4
დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ.
  2. ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოებაჲ და ეძიებთ სიცრუვესა?
  3. და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
  4. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
  5. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა.
  6. მრავალთა თქჳან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო.
  7. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
  8. მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოჲ სასოებით დამამკჳდრე მე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო