იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
კანონი ა 1
ფსალმუნი ე 5
დასასრულსა, მკჳდრისათჳს ფსალმუნი დავითისი
- სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისჴმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,
- მოხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
- განთიად შეისმინო ჴმისა ჩემისაჲ, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.
- რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უშჯულოებაჲ; არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან,
- არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი.
- წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა.
- ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
- უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარჰმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.
- რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო, სამარე ზე-აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.
- საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაჲსა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო,
- და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
- რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაჲთა გჳრგჳნოსან მყვენ ჩუენ.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად