იულიუსის კალენდრით: 28 მაი. 2023 წ. |
✠ შაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ივნ. 2023 წ. |
კანონი ა 1
ფსალმუნი ვ 6
დასასრულსა გალობათა შინა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი

- უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
- მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.
- და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
- მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს,
- რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.
- დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანო მარადღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო.
- განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.
- განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ;
- ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაჲ, უფალმან ლოცვაჲ ჩემი შეიწყნარა.
- ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.
დიდებაჲ
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად