იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ა 1


ფსალმუნი ზ 7
ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა
ფსალმუნი
  1. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
  2. ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
  3. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
  4. ანუთუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;
  5. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყნად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.
  6. აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.
  7. და კრებული ერთაჲ გარე მოგადგეს შენ და ამისთჳს მაღლად მოიქეც.
  8. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.
  9. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო.
  10. შეწევნაჲ ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
  11. ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვაჲ მისი მარადღე.
  12. არათუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
  13. და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათჳს ქმნნა.
  14. აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უშჯულოებაჲ.
  15. ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარ-დეს იგი მთხრებლსა მას, რომელ ქმნა.
  16. მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.
  17. აღუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო