იულიუსის კალენდრით:
27 ნოე. 2022 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ი 10


ფსალმუნი ო 70
ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთაჲ და პირველწარტყუენულთაჲ მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის
ფსალმუნი
  1. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე.
  2. სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
  3. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
  4. ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა ჴელთაგან უშჯულოჲსათა და ცრუჲსათა;
  5. რამეთუ შენ ხარ თმენაჲ ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან.
  6. შენდამი განვმტკიცენ საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის.
  7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
  8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაჲთა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდადშუენიერებასა შენსა.
  9. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.
  10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად.
  11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა.
  12. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.
  13. ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და კდემაჲ, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს.
  14. ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.
  15. პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაჲ.
  16. შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო სიმართლე შენი მხოლოჲსაჲ.
  17. ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითაგან, და მოაქამდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა.
  18. და მიმჴცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა; ძლიერებაჲ შენი
  19. და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?
  20. რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.
  21. განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე.
  22. და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაჲთა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო.
  23. იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იჴსენ.
  24. უფროჲს-და ენაჲცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო