იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ი 10


ფსალმუნი ოა 71
სოლომონისთჳს ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. ღმერთო, საშჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი - ძესა მეუფისასა
  2. განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
  3. მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისაჲ და ბორცუთა სიმართლე.
  4. განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი
  5. და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი-ნათესავამდე.
  6. გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაჲ ცურინ ქუეყანასა ზედა.
  7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.
  8. და უფლებდეს იგი ზღჳთი-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
  9. მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ;
  10. მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაჲსთა და საბაჲსთა ძღუენი მიართუან მას.
  11. და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას;
  12. რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან, და - დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.
  13. ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს.
  14. აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იჴსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.
  15. და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროჲსა მისგან არაბიაჲსა, და ილოცვიდენ მისთჳს სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.
  16. იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროჲს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაჲ ქუეყანისაჲ.
  17. იყოს სახელი მისი კერთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა - საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას,
  18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.
  19. და კურთხეუელ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისაჲ უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაჲ. იყავნ, იყავნ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო