იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ი 10


ფსალმუნი ობ 72
მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა იესესნი. ფსალმუნი ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ
ფსალმუნი
  1. ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.
  2. ხოლო ჩემი კნინღა-და შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღა-და შემიცთეს სლვანი ჩემნი.
  3. რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ.
  4. რამეთუ არა არს ახილვაჲ სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
  5. შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
  6. ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუვე თჳსი.
  7. და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაჲთა.
  8. განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს.
  9. დადვეს ცათა შინა პირი მათი და ენაჲ მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
  10. ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
  11. და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაჲ მაღლისა თანა?
  12. აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.
  13. და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი.
  14. და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი განთიად.
  15. და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.
  16. და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე,
  17. ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი.
  18. ხოლო ზაკუვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
  19. ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათჳს?
  20. ვითარცა სიზმარი განღჳძებულისაჲ, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო.
  21. რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს.
  22. და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ; ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე.
  23. და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი.
  24. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
  25. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაჲ ვინებე ქუეყანასა ზედა?
  26. მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაჲ. და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.
  27. რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
  28. ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო