იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ი 10


ფსალმუნი ოგ 73
გულისჴმისყოფისათჳს ასაფისა
ფსალმუნი
  1. რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომაჲ შენი ცხოვართა ზედა სამწყოჲსა შენისათა.
  2. მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისაჲთა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.
  3. აღიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ-მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?
  4. და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს,
  5. ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა.
  6. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.
  7. დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაჲ.
  8. თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
  9. რამეთუ სასწაული მათი ჩვენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინაჲსწარმეტყუელ,
  10. ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?
  11. რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?
  12. ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანასა.
  13. შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაჲ წყალთა ზედა;
  14. შენ შეჰშუსრე თავი ვეშაპისაჲ მის და მიეც იგი საჭმლად ერსა მას ჰინდოეთისასა.
  15. შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.
  16. შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
  17. შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
  18. ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი.
  19. ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
  20. მოხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაჲთა სახლნი უშჯულოთანი.
  21. ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.
  22. აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯაჲ შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
  23. ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთაჲ ამაღლდა მარადის.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო