იულიუსის კალენდრით:
10 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ქვაბთახევის მონასტერში წამებულ დედათა ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ი 10


ფსალმუნი ოდ 74
დასასრულსა, ნუ განხრწნი, ფსალმუნი ასაფისი
ფსალმუნი
  1. აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკჳრველებათა შენთა;
  2. რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე.
  3. განკფდა ქუეყანაჲ და ყოველნი მკჳდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
  4. ვარქუ უშჯულთა: ნუ უშჯულოებთ და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;
  5. ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუვესა.
  6. რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაჲსა,
  7. რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.
  8. რამეთუ სასუმელი ჴელთა შინა უფლისათა ღჳნისა ურწყოჲსა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
  9. ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
  10. და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაჲ მართლისაჲ.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო