იულიუსის კალენდრით: 27 სექ. 2024 წ. |
✠ ხუთშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ოქტ. 2024 წ. |
კანონი ი 10
ფსალმუნი ოე 75
დასასრულსა გალობათასა, ფსალმუნი ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ
- განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
- იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;
- რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.
- განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.
- შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისაჲ ჴელითა მათითა.
- მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე სხდეს ჰუნებსა.
- შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაჲ შენი.
- რაჟამს ზეცით სასმელ ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,
- რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.
- რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაჲ დღესასწაულობდეს შენდა.
- ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოჲს მისა, შეწირონ ძღუენი
- საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად