იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ი 10


ფსალმუნი ოვ 76
დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი
ფსალმუნი
  1. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე.
  2. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინისცემაჲ სულსა ჩემსა.
  3. მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ და სულმოკლე იქმნა სული ჩემი.
  4. მიეწიფნეს საჴუმილავთა თუალნი ჩემნი; შევმრწუნდი და არა ვიტყოდე.
  5. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიძჴსენენ.
  6. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.
  7. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე,
  8. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი-თესლადმდე?
  9. ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?
  10. და ვთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისაჲ.
  11. მოვიჴსენე საქმეთა უფლისათაჲ, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთაჲ.
  12. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.
  13. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაჲ შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?
  14. შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;
  15. და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.
  16. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი
  17. დიდძალითა ოხრითა წყალთაჲთა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.
  18. ჴმაჲ ქუხილისა შენისაჲ ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ.
  19. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.
  20. უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო