იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ია 11


ფსალმუნი ოზ 77
ფსალმუნი ასაფისი, გულისჴმისყოფისათჳს
ფსალმუნი
  1. ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.
  2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა.
  3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.
  4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.
  5. და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,
  6. რაჲთა ცნას თესლმან სხუამან, შვილთა, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;
  7. რაჲთა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაჲ და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
  8. რაჲთა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თჳსი და არცა სარწმუნო ყო დმრთისა თანა ხედი თვსი.
  9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
  10. არა იმარხეს მათ აღთქუმაჲ ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.
  11. და დაივიწყეს მათ კეთილისყოფათა მისთაჲ და საკჳრველებათა მისთაჲ, რომელ უჩუენნა მათ
  12. წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
  13. განაპო ზღუაჲ და წიაღ-იყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.
  14. და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაჲთა.
  15. განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
  16. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
  17. და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღაღი ურწყულსა.
  18. და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.
  19. და იდრტჳნეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა შინა?
  20. ვინაჲთგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსაა, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა?
  21. ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის და რისხვაჲ აჴდა ისრაელსა ზედა;
  22. რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
  23. და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.
  24. და უწჳმა მათ მანანაჲ საჭმლად და პური ცათაჲ მოსცა მათ;
  25. და პური ანგელთზთაჲ ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.
  26. აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილოჲ.
  27. და აწჳმა მათ ზედა ვითარცა მიწაჲ ჴორცი და ვითარცა ქჳშაჲ ზღუათაჲ - მფრინველი ფრთოვანი.
  28. და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოჲს კარვებსა მათსა.
  29. და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულისთქუმაჲ მათი მოსცა მათ;
  30. და არა ჴუებულ იქმნნეს გულისთქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
  31. და რისხვაჲ ღმრთისაჲ აჴდა მათ ზედა; და მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამჴუნა.
  32. ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთაჲ.
  33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.
  34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ.
  35. და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.
  36. და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.
  37. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა.
  38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომაჲ მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.
  39. და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომქცეველ.
  40. რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა!
  41. და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაელისაჲ განარისხეს.
  42. არა მოიჴსენეს ჴელისა მისისაჲ დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთაჲსა;
  43. ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა.
  44. და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან;
  45. მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.
  46. და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;
  47. მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა;
  48. მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა;
  49. მიავლინა მათდა რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, გულისწყრომაჲ და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.
  50. გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაჲსა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.
  51. და დასცა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;
  52. და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოჲ უდაბნოდ.
  53. და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.
  54. და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;
  55. და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისაჲთა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაჲ.
  56. და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს;
  57. და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელამად;
  58. განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას.
  59. ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაელი.
  60. და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა;
  61. და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;
  62. და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო;
  63. ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.
  64. მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.
  65. და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერმან, რომელი იქარვებნ ღჳნოსა.
  66. და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.
  67. განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;
  68. არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაჲსი და მთაჲ სიონი, რომელ შეიყუარა.
  69. და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.
  70. და გამოირჩია მან დავით, მონაჲ თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოჲსაგან ცხოვართაჲსა;
  71. და ცხოვართა მუცელქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ, მონისა თჳსისა, და - ისრაელ, სამკჳდრებელისა თჳსისა.
  72. და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაჲთა და გონიერებითა ჴელთა მისთაჲთა უძღოდა მათ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო