იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ია 11


ფსალმუნი ოჱ 78
ფსალმუნი ასაფისი
ფსალმუნი
  1. ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილისსაცავი;
  2. დაასხეს მძორები მონათა შენთაჲ საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა.
  3. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოჲს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.
  4. ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოჲსთა ჩუენთა.
  5. ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?
  6. მიჰფინე რისხვაჲ შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;
  7. რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.
  8. ნუ მოიჴსენებ უშჯულოებითა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
  9. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.
  10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთაჲსა, რომელ დაითხია.
  11. შევედინ შენ წინაშე სულთქუმაჲ შებორკილებულთაჲ, სიმდიდრითა მკლავისა შენისაჲთა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.
  12. მიაგე გარემოჲსთა ჩუენთა შჳდწილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
  13. ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოჲსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი-თესლადმდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო