იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ია 11


ფსალმუნი პბ 82
გალობაჲ, ფსალმუნი ასაფისი
ფსალმუნი
  1. ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო.
  2. რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა აღიღეს თავი.
  3. ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს;
  4. და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაელისაჲ.
  5. რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთჳს აღთქუმა ყვეს
  6. ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაჲტელთამან, მოაბ და აგარიანთა,
  7. გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა, დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა.
  8. და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა.
  9. ყვენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა.
  10. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაჲ.
  11. დასხენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმანა, ყოველნი მთავარნი მათნი,
  12. რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ.
  13. ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა ურმისთუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.
  14. ვითარცა ცეცხლმან რაჲ მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი,
  15. ეგრეთ სდევნნე იგინი გრიგალითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი.
  16. აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.
  17. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი-უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ.
  18. და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს და შენ მხოლოჲ მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო