იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ია 11


ფსალმუნი პგ 83
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. ვითარ საყუარელ - საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
  2. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
  3. და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახლი და გურიტმან ბუდე თჳსი (სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი), - საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
  4. ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი-უკუნისამდე გაქებდენ შენ.
  5. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაჲ მისი შენგან არს; აღსლვაჲ გულსა თჳსსა დაიდვა
  6. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა, და რამეთუ კურთხევაჲ მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა.
  7. ვიდოდიან იგინი ძალითი-ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაჲ სიონს.
  8. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისო.
  9. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
  10. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროჲს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაჲ სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროჲს ვიდრეღა-არა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
  11. რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა; მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.
  12. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო