იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იბ 12


ფსალმუნი პე 85
ლოცვაჲ დავითისი
ფსალმუნი
  1. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარ მე.
  2. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაჲ შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.
  3. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.
  4. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
  5. რამეთუ შენ, უფალო, ტკბილ და მართალ ხარ და დიდადმოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ.
  6. ყურად-იღე, უფალო, ლოცვაჲ ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
  7. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.
  8. არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.
  9. ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.
  10. რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათაჲ შენ ხარ, ღმერთი მხოლოჲ
  11. მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაჲთა.
  12. აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;
  13. რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.
  14. ღმერთო, უშჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.
  15. და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდადმოწყალე და ჭეშმარიტ.
  16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მჴევლისა შენისაჲ.
  17. ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შეშეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო