იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იბ 12


ფსალმუნი პზ 87
დასასრულსა, მაელეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისაჲ ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნისაჲ ძეთა კორესთა
ფსალმუნი
  1. უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;
  2. შევედინ შენ წინაშე ღოცვაჲ ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
  3. რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
  4. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,
  5. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაჲ არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.
  6. დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა, ბნელთა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
  7. ჩეშ ზედა განმტკიცნა გულისწყრომაჲ შენი და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
  8. განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
  9. და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.
  10. მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ, და აღგიარონ შენ?
  11. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
  12. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
  13. და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაჲ ჩემი მიგეწიფოს შენ.
  14. რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
  15. გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.
  16. ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
  17. გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
  18. განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო