იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!
კანონი იბ 12
ფსალმუნი პჱ 88
გულისჴმისყოფისათჳს, ეთამ ისრაიტელისა
- წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი-თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
- რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი.
- ვყავ აღთქუმაჲ რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;
- უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი-თესლადმდე საყდარი შენი.
- აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
- რამეთუ ვინ ღრუბელთა შორის ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?
- ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოჲს მისა.
- უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა.
- შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ.
- შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისაჲთა განაბნიენ მტერნი შენნი.
- შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაჲ, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე.
- ჩრდილოჲ და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
- შენი მკლავი - ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.
- სიმართლე და განკითხვაჲ არს განმზადებაჲ საყდრისა შენისაჲ, წყალობაჲ და ჭეშმარიტებააჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.
- ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისაჲთა ვიდოდიან,
- და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.
- რამეთუ სიქადული ძალისა მათისაჲ შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი.
- რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნაჲ და წმიდისა ისრაელ, მეუფისა ჩუენისაჲ.
- მაშინ ეტყოდე ჩუნებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ შეწევნაჲ ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.
- ვპოვე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას.
- რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.
- არა ირგოს მტერმან მისგან და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.
- და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე.
- და წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი;
- და დავდვა ზღუასა ზედა ველი მისი და მდინარეთა ზედა - მარჯუენე მისი.
- მან მხადოს მე: მამაჲ ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაჲ.
- და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა.
- უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი და აღთქუმაჲ ჩემი ერწმუნოს მას.
- და ეგოს უკუნითი-უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.
- და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,
- სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,
- განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა - უსამართლოებინი მათნი;
- ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა,
- არცა შევაგინო აღთქუმაჲ ჩემი და რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.
- ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას.
- ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა,
- და ვითარცა მთოვარე, განმტკიცებული უკუნისამდე, და მოწამე სარწშუნოჲ ცათა შინა.
- ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;
- და აქციე აღთქუმაჲ მონისა შენისაჲ, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.
- დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;
- და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოჲსთა მისთა.
- აღამაღლე მაჭირვებელთა მისთაჲ და ახარე ყთველთა მტერთა მისთა;
- გარემიაქციე შეწევნაჲ მახჳლისა მისისაჲ და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.
- დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ;
- შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი.
- ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი რისხვაჲ შენი?
- მოიჴსენე შენ, რაჲ არს არსებაჲ ჩემი. ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?
- ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს ხელი თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?
- სად არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?
- მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთაჲ, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაჲ;
- რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.
- კურთხეულ არს უფალი უეკუნისამდე. იყავნ, იყავნ.
დიდებაჲ
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად