იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იბ 12


ფსალმუნი პთ 89
გალობაჲ მოსესი, კაცისა ღმრთისაჲ
ფსალმუნი
  1. უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი-ნათესავამდე.
  2. პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.
  3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.
  4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარჴდა და ვითარცა საჴუმილავი ერთი ღამესა შინა.
  5. წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწვანე წირჴდეს,
  6. განთიად აღყუავდეს და წარჴდეს, მწუხრი დაჭნეს, განჴმეს და დაცჳვეს.
  7. რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით.
  8. დასხენ უშჯულოებანი ჩუნნი წინაშე შენსა და ცხორებაჲ ჩუენი - ნათელსა პირისა შენისასა.
  9. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს.
  10. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაჲ და სალმობაჲ; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშჳდე, და ჩუენ განვისწავლენით.
  11. ვინ-მე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაჲ და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაჲ?
  12. მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულთა - სიბრძნე შენი.
  13. მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინისცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.
  14. აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ
  15. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ, და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძჳრი.
  16. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
  17. და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ ჩუენ ზედა და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ჴელთა ჩუენთაჲ წარგჳმართე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო