იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

იგ 13


ფსალმუნი ჟა 91
ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისაჲ
ფსალმუნი
  1. კეთილ არს აღსარებაჲ უფლისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო;
  2. მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედ-ღამედ
  3. ათძალითა საფსალმუნისაჲთა და ჴმითა ებნისაჲთა;
  4. რამეთუ მახარე მე, უფალო, დაბადებულითა შენითა და ქმნულითა ჴელთა შენთაჲთა ვიხარებდე.
  5. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.
  6. კაცმან სულელმან არა ცნას და უგუნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე.
  7. აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაჲ, და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაჲთა მოისრნენ უკუნითი-უკუნისამდე.
  8. ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო.
  9. რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, რამეთუ ესერა მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
  10. და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი და სიბერე ჩემი - ზეთითა პოხილითა;
  11. და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაჲ და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმას ყურსა ჩემსა.
  12. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს.
  13. დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.
  14. უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა,
  15. რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო