იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იგ 13


ფსალმუნი ჟგ 93
ფსალმუნი დავითისი, მეოთხისა შაბათისაჲ
ფსალმუნი
  1. ღმერთი შურისძიებათაჲ, უფალი ღმერთი შურისძიებათაჲ განცხადნა.
  2. ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.
  3. ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?
  4. აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
  5. ერი შენი, უფალო, დაამდაბლე და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;
  6. ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს
  7. და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.
  8. გულისჴმა-ყავთ აწ, უგუნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გელისჴმა-ჰყოთ.
  9. რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანე რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?
  10. რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?
  11. უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო.
  12. ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას
  13. დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.
  14. რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,
  15. ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.
  16. ვინ წინააღმიდგეს მე უკუეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა?
  17. არათუმცა უფალი შემეწია მე, კნინ-ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.
  18. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.
  19. მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა - გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.
  20. ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაჲ, რომელი იქმნ შრომასა ბრძანებულსა ზედა.
  21. მოინადირონ სული მართლისაჲ და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.
  22. და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა.
  23. და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაჲ მათი და უკუეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო