იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იგ 13


ფსალმუნი ჟდ 94
ქებაჲ გალობისაჲ, დავითისი, წარუწერელი ებრაელთა შორის
ფსალმუნი
  1. მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვარისა ჩუენისა;
  2. აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა, და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.
  3. რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა;
  4. რამეთუ ჴელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან;
  5. რამეთუ მისი არს ზღუაჲ და მან შექმნა იგი, და ჴმელი ჴელთა მისთა დაჰბადეს.
  6. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდით წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა.
  7. რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი და ჩუენ ერი სამწყსოჲსა მისისაჲ და ცხოვარნი ჴელისა მისისანი.
  8. დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა,
  9. სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი.
  10. ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი,
  11. ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო