იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იგ 13


ფსალმუნი ჟე 95
გალობაჲ დავითისი, აღშენებისათჳს ტაძრისა შემდგომად ტყუეობისა
ფსალმუნი
  1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;
  2. უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი-დღე მაცხოვარებასა მისსა.
  3. მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის - საკჳრველებაჲ მისი.
  4. რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროჲს ყოველთა ღმერთთა;
  5. რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.
  6. აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდადშუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.
  7. შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაჲ, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;
  8. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, შევიდოდეთ ეზოთა მისთა;
  9. თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისისაგან ყოველი ქუეყანაჲ!
  10. თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარჰმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
  11. იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი.
  12. იხარებდინ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი
  13. პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო