იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იგ 13


ფსალმუნი ჟზ 97
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველი ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.
  2. აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.
  3. მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი - სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.
  4. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.
  5. უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისაჲთა;
  6. ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისაჲთა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.
  7. აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.
  8. მდინარეთა აღიტყუელონ ჴელითა თანად; მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს,
  9. რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო