იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იდ 14


ფსალმუნი რბ 102
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
  2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
  3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
  4. რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
  5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქუმაჲ შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
  6. ყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა.
  7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
  8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდადმოწყალე.
  9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს;
  10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ
  11. რამეთუ რაოდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა;
  12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩუენნი.
  13. ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
  14. რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
  15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისაჲ ეგრე აღყუავდეს;
  16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
  17. ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი შვილითი-შვილადმდე,
  18. რომელთა დაიმარხიან აღთქუმაჲ მისი და მოიჴსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
  19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი და სუფევაჲ მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
  20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა სმენად ჴმაი სიტყუათა მისთაჲ.
  21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
  22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო