იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იდ 14


ფსალმუნი რგ 103
ფსალმუნი დავითისი, სოფლისა შესაქმისათჳს
ფსალმუნი
  1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაჲ და დიდადშუენიერებაჲ შთაიცუ,
  2. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
  3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
  4. რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
  5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაჲ სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი-უკუნისამდე.
  6. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
  7. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისაჲთა შეძრწუნდიან.
  8. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
  9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
  10. რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;
  11. სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღენ კანჯარნი წყურილსა მათსა.
  12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი.
  13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაჲთა განძღეს ქუეყანაჲ.
  14. რომელმან აღმოუცენა თივაჲ პირუტყუთა, და მწვანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
  15. და ღვინოჲ ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
  16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
  17. მუნ მფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაჲ შერაცხილ მათდა **.
  18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.
  19. შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა თჳსისაჲ.
  20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი,
  21. ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
  22. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან.
  23. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრამდე.
  24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა.
  25. ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; მას ზედა ნავნი ვლენან;
  26. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
  27. ყოველნიკე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თჳსი ჟამსა;
  28. მოსცი მათ და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
  29. ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი ხელი მათი და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან.
  30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაჲ.
  31. იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა.
  32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებელ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან.
  33. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
  34. ტკბილ ეყავნ მას გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
  35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო