იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იე 15


ფსალმუნი რე 105
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. აღუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
  2. ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?
  3. ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.
  4. მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაჲთა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა,
  5. რაჲთა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთაჲ და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაჲთა, რაჲთა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა.
  6. ვსცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უშჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ.
  7. მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა.
  8. და იჴსნნა იგინი სახელისა მისისათჳს, რაჲთამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი;
  9. და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;
  10. და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთაჲსა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთაჲსა;
  11. და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.
  12. და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისაჲ და აქებდეს ქებულებასა მისსა.
  13. ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.
  14. და გულმან-უთქუა გულისთქუმაჲ უდაბნოსა შინა, და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.
  15. და მოსცა მათ თხოვაჲ მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა.
  16. და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ.
  17. განეღო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი;
  18. და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.
  19. და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას;
  20. და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოჲსა მის თივისმჭამელისა.
  21. და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისაჲ, რომელმან ქმნნა დიდდიდნი ეგჳპტეს შინა,
  22. საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.
  23. და თქუა მოსრვაჲ მათი, არათუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარემიქცევად გულისწყრომაჲ მისი, რაჲთამცა არა მოსრნა იგინი.
  24. და შეურაცხ-ყვეს ქუეყანაჲ იგი გულისსათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისაჲ;
  25. დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ.
  26. და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა
  27. და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის. და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.
  28. და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ.
  29. და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაჲ.
  30. და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვაჲ;
  31. და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი-თესლადმდე მიუკუნისამდე.
  32. და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს,
  33. რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა.
  34. და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაჲ ჰრქუა მათ უფალმან.
  35. და აღერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;
  36. და ჰმონეს კერპთა მათთა,და ექმნა მათ იგი საცთურ;
  37. და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა.
  38. და დასთხიეს სისხლი უბრალოჲ, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაჲ, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა
  39. და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.
  40. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი;
  41. და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი;
  42. და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა.
  43. მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უშჯულოებითა მათითა.
  44. და მოხედნა უფალმან პირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაჲ;
  45. და მოიჴსენა აღთქუმისა თჳსისაჲ და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა;
  46. და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.
  47. მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაჲთა აღუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდით ჩუენ ქებულებითა შენითა.
  48. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო