იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იე 15


ფსალმუნი რვ 106
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. აღუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  2. თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთაჲსა,
  3. და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავალით და დასავალით და ჩრდილოჲთ და ზღჳთ.
  4. შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისაჲ არა პოეს;
  5. ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა.
  6. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი
  7. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაჲთა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.
  8. აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
  9. რამეთუ განაძრო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,
  10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,
  11. რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაჲ მაღლისაჲ განარისხეს;
  12. და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა.
  13. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ პირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი
  14. და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.
  15. აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
  16. რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.
  17. შეეწია მათ გზისა მისგან უშჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;
  18. ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.
  19. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი.
  20. მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.
  21. აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
  22. და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისაჲ და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.
  23. რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,
  24. მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა.
  25. თქუა, და აღდგა ქარი გრიგალისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;
  26. აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა,
  27. შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.
  28. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.
  29. და უბრძანა გრიგალსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;
  30. და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.
  31. აღუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.
  32. აღაღმამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.
  33. დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად,
  34. ქუეყანაჲ ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთაჲსა.
  35. დადვა უდაბნოჲ ტბად წყალთა და ქუეყანაჲ ურწყული - გამოსადინელად წყალთა;
  36. და დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა,
  37. და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისაჲ.
  38. და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.
  39. და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთაჲსა და სალმობისა.
  40. მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა.
  41. და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა.
  42. იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი.
  43. ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყვნეს წყალობანი უფლისანი?
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო