იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იე 15


ფსალმუნი რზ 107
გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.
  2. განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳიძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად.
  3. აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის,
  4. რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი.
  5. აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
  6. რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
  7. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთაჲ განვზომო.
  8. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაჲ, იუდა, მეუფე ჩემი,
  9. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაჲ; იდუმიადმდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
  10. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
  11. არათუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
  12. მომეც ჩუენ შეწევნაჲ ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისაჲ.
  13. ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო