იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იე 15


ფსალმუნი რჱ 108
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ;
  2. რამეთუ პირი ცოდვილისაჲ და პირი მზაკვარისაჲ ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;
  3. და სიტყჳთა სიძულილისაჲთა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად.
  4. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.
  5. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა.
  6. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;
  7. საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაჲ მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
  8. იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
  9. იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ.
  10. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
  11. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაჲცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
  12. ნუ ეპოებიან მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაჲ;
  13. იყვნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახლი მისი.
  14. აღიჴსენედ უშჯულოებაჲ მამათა მისთაჲ წინაშე უფლისა, და ცოდვაჲ დედისა მისისაჲ ნუ აღიჴოცებინ.
  15. იყვნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი
  16. ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფაჲ წყალობისაჲ და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
  17. და შეიყუარა წყევაჲ, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან.
  18. და შეიმოსა წყევაჲ ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა;
  19. ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელსა შთაიცუამს, და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს.
  20. ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა.
  21. და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი.
  22. მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.
  23. და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა.
  24. მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.
  25. და ვქმენ მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.
  26. შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
  27. და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე.
  28. იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაჲ შენი იხარებდეს.
  29. შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხჳლი მათი.
  30. აღუვარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას,
  31. რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაჲთა იჴსნეს მდევართაგან სული ჩემი.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო